aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 კულტურა: საქართველომ რუსეთი პროგრესის დონის მიხედვით დაამარცხა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველომ რუსეთი პროგრესის დონის მიხედვით დაამარცხა. ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია რუსულმა გამომცემლობა „დამოუკიდებელმა გაზეთმა“.



სტატიაში აღინიშნება, რომ „ბოლო წლებში რუსეთმა ვერ შეძლო საგრძნობლად აემაღლებინა მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი, გაეუმჯობესებინა ბიზნესის წარმოების პირობები და მინიმუმამდე დაეყვანა კორუფცია. ხუთი წლის გასაოცარი შედეგი - რუსეთი რეგრესის გზაზე დადგა“.


„პროგრესის მიხედვით რუსეთის ფედერაციის მიმართ საწინააღმდეგო პოლუსზე ლიდერთა რიცხვში აღმოჩნდა საქართველო, რომლის ხელისუფლება წარმატებით აუმჯობესებდა ქვეყანაში სამეწარმეო კლიმატს. ასეთი დასკვნაა კომპანია „ФБК“-ს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ მოხსენებაში „პროგრესის რეიტინგი“. ამ რეიტინგში რუსეთმა 101 ადგილიდან 97-ე დაიკავა, ხოლო საქართველომ - პირველი“, - წერს „დამოუკიდებელი გაზეთი“.


ამ რეიტინგის საშუალო მაჩვენებელი განსაზღვრულია სამი საკვანძო რეიტინგის შედეგების საფუძველზე, რამაც საშუალება მისცა 101 ქვეყანა პროგრესის დონის მიხედვით განაწილებულიყო.


„მიღებულმა შედეგებმა მოხსენების ავტორებიც კი გააოცა. პროგრესის დონის მიხედვით უპირობო ლიდერი საქართველო აღმოჩნდა. ხუთი წლის განმავლობაში ყველა ინდექსის მიხედვით ჯამობრივად იგი 207 პოზიციით ამაღლდა. ამ ნახტომში საკვანძო როლი ითამაშა ბიზნესის წარმოების პირობების ინდექსმა, რომელშიც საქართველო 2006 წლის 112-ე ადგილიდან 2011 წლის 12-ე ადგილზე გადავიდა“, - აღნიშნა გაზეთი.


„რუსეთში მაღალი ინფლაცია, ხარისხიანი ჯანდაცვისა და განათლების ხელმიუწვდომლობა, ასევე ბოლო კლიმატური ძვრები - როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის, რომლებიც ნეგატიურად აისახება კომუნალურ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკურ ზრდაზე - ეს ყველაფერი რუსეთს მისი განვითარების თვალსაზრისით უკან აგდებს“, - წერს „დამოუკიდებელი გაზეთი“.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2766.html
განათავსა - Drakula | 06 ივლ. 2011, 22:47 | ახალი ამბები »
 

"კულტურა: საქართველომ რუსეთი პროგრესის დონის მიხედვით დაამარცხა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 29 სექტემბერი 2024
  • English Georgian