aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

 საზოგადოება: პატრიარქია: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეკლესიისა და ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საქართველოში რიგი მოქმედი რელიგიური გაერთიანებებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, ნათქვამია საქართველოს პატრიარქიის განცხადებაში, იტყობინება “GHN“.



„საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები საკუთარი ინიციატივით მოვიდნენ საქართველოს პატრიარქიაში, 4 ივლისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რათა შემოეთავაზებინა პირველი წაკითხვისას მიღებული კანონპროექტის შეცვლილი ვარიანტი, რომელშიც კვლავინდებურად უპირობოდ იყო დაფიქსირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ რელიგიური გაერთიანებების აღიარების საკითხი. პატრიარქიამ კვლავ შესთავაზა კანონის მიღების შეჩერება, მისი საჯარო განხილვისა და საზოგადოებრივ აზრებში კონსენსუსის მიღწევის პროცესის დაწყება, ასევე შესთავაზა კომპრომისული ვარიანტი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. შეთანხმება არ მიღწეულა და ეს უკიდურესად სამწუხაროა, ვინაიდან უკვე მიღებული კანონი როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მიგვაჩნია, რომ ეს კანონი უარყოფით შედეგებს უკვე უახლოეს მომავალში გამოიწვევს, რისი პასუხისმგებლობაც ხელისუფლებებს ეკისრებათ“, - ნათქვამია პატრიარქიის განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო კოდექსში ცვლილებათა პროექტი, რომელიც საქართველოში რიგი რელიგიური ორგანიზაციებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, ერთხმად - 70 ხმით დამტკიცდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვდა და პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2765.html
განათავსა - Drakula | 06 ივლ. 2011, 13:26 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: პატრიარქია: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეკლესიისა და ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 29 სექტემბერი 2024
  • English Georgian