ეკონომიკა: დასახელდა აზიის ყველაზე ღირებული ბრენდები | მსოფლიოს ამბები | ||
ბრიტანეთის საქმიანი ჟურნალის - Campaign-ის შედეგებით, კორპორაცია Sony აზიის ყველაზე ღირებულ ბრენდად იქნა აღიარებული. კომპანიამ მიიღო პირველი ადგილი, მიუხედავად რიგი ჰაკერული თავდასხმებისა, რომლებსაც Sony-ის სერვისები დაექვემდებარა. შედეგად ადგილი ჰქონდა PlayStation-ის დაახლოებით 100 მლნ მომხმარებლის ინფორმაციის მსხვილ გაჟონვას. პირველ ხუთეულში შევიდნენ იაპონური და სამხრეთკორეული კომპანიები. Sony-ს მოსდევენ Panasonic, LG, Samsung დაCanon. ამდაგვარად, რეიტინგის ლიდერები არ შეცვლილან. პირველ ათეულში შევიდნენ Apple, Hewlett-Packard, Google, Nestle და Nike. ამასთან, ტოპ-100-ში არც ერთი ჩინური კომპანია არ შესულა. ჩინური ბიზნესის მომხმარებელთა შორის საუკეთესო პოზიცია - 102-ე ადგილი - საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელმა Haier-მა მიიღო. ინდურ კომპანიებს შორის საუკეთესო ადგილი - 89-ე ადგილი - რძის პროდუქტების მწარმოებელმა Amul-მა მიიღო. ამას გარდა, მიუხედავად აზიაში ფუფუნების საგნების პოპულარულობის ზრდისა, „ლუქს“ კლასის არც ერთი ბრენდი არ შევიდა ტოპ-25-ში. კომპანიებმა Chanel, Rolex დაBMWდაიკავეს 30-ე, 42-ე და 49-ე ადგილები, შესაბამისად. Prada-ს წლევანდელი IPO-ს მიუხედავად, კომპანია 348-ე ადგილზე დაეცა, დაკარგა რა დაახლოებით 100 პოზიცია. გამოკითხვა ჩაატარა კომპანია TNS-მა 3322 მომხმარებელს შორის ავსტრალიაში, ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში, ჰონგკონგში, მალაიზიაში, სინგაპურში, ტაივანზე, სამხრეთ კორეასა და ტაილანდში. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2760.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 ივლ. 2011, 21:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.