პოლიტიკა: ოპოზიციის მცდელობა რუსეთთან ურთიერთობა გაეუმჯობესებინა უშედეგოდ დასრულდა | საქართველოს ამბები | ||
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას აზრით, ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მცდელობა რუსეთთან ურთიერთობები დაერეგულირებინათ უშედეგო აღმოჩნდა. ამის შესახებ ალასანიამ აფხაზეთის ვეტერანებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, "რუსეთთან ურთიერთობეის მოწესრიგება კონფლიქტის გადასაწყვეტად აუცილებელია და ამის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი მეზობელთან კონფრონტაციის ფონზე." "არავის არ სურს საქართველო–რუსეთის კონფლიქტის შეტანა ევროკავშირში, პირიქით რაც უფრო ანტაგონისტური ურთიერთობა გვექყნება რუსეთთან, ევროკავშირში შესვლის მით უფრო ნაკლები შანსი გვექნება. რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება ეკონომიკური განვითარებისათვისაც აუცილებელია. რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტია, რომელმაც საერთაშორისო სამართლის ნორმები დააღვია და ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლეც შეიწირა, თუმცა ჩვენ არ გავქვს იმის ფუფუნა , რომ ამ სიტუაციაში დავრჩეთ."–განაცხადა ალასანიამ და დაამატა, რომ "რუსეთთან ურთიერთობა ხელისუფლებამ უნდა მოაწესრიგოს, თუმცა სააკაშვილის ჯგუფს არ შესწევს ამის მიღწევის ძალა." "ასევე, არაფერს გვაძლევს ქართული ოპოზიციის მცდელობა ამ მიმართულებით. სწორედ, ეს საზღვარი არსებობს ჩვენსა და ჩვენი ოპონენტების შეხედულებებს შორის"–განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ "თავისუფალი საქართველოს"ლიდერი კახა კუკავა მოსკოვიდან დაბრუნდა, რომელმაც იქ მთელი რიგი შეხვედრები გამართა და ხმამაღალი განცხადებებით გამოვიდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2757.html
| |||
განათავსა - consul | 05 ივლ. 2011, 21:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.