ეს საინტერესოა: მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი რიცხვის შეცვლა სურთ | მსოფლიოს ამბები | ||
ეს რიცხვი უკვე დიდი ხნის განმავლობაში სამართლიანად მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან რიცხვად არის მიჩნეული. მაგრამ ზოგიერთ მათემატიკოსს მიაჩნია, რომ პიმ თავისი დანიშნულება უკვე შეასრულა და მოვიდა მისი დამსახურებულ დასვენებაზე წასვლის დრო. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს რიცხვი, გარემოწერილობის სიგრძის მის დიამეტრთან თანაფარდობის კონსტანტა, შეცდომითია, და უნდა შეიცვალოს ალტერნატიცით სახელწოდებით ტაუ. მათი თქმით, თუმცა რიცხვის მნიშვნელობა 3.14159265კორექტულია, შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ მას წრის თვისებებთან აკავშირებენ. ისინი დაჟინებით მოითხოვენ სასკოლო სახელმძღვანელოების ახლებზე შეცვლას, რომლებშიც გამოყენებული იქნება ტაუ. ამ რიცხვის მნიშვნელობა პიზე ორჯერ დიდია და დაახლოებით 6.28-ს უდრის. ამას გარდა, მათ განაცხადეს, რომ ამიერიდან 28 ივნისი ტაუს დღე იქნება. „ამ წლების განმავლობაში, როდესაც პის ვიყენებდით, არასწორ რიცხვს ვიყენებდით“, - თქვა კევინ ჰიუსტონმა ლიდსის უნივერსიტეტის მათემატიკური ფაკულტეტიდან. „უბრალოდ პი არაა შესაფერისი რიცხვი წრესთან დაკავშირებული მათემატიკური ოპერაციების ჩასატარებლად. ამ მიზნებისათვის უფრო კორექტულია 2პის ანუ ტაუს გამოყენება“. რიცხვი პი გამოიყენება გარემოწერილობის სიგრძის გამოსათვლელად (მისი გაგება შესაძლებელია, თუ დიამეტრს პის რიცხვზე გავამრავლებთ), ასევე მისი ფართობის გამოსათვლელად (პის გამრავლებით რადიუსის კვადრატზე). მაგრამ ტაუს მომხრეები ირწმუნებიან, რომ ვინაიდან ფორმულების უმრავლესობაში გაოიყენება ტაუ (ანუ ორი პი), ამიტომ სწორედ მან უნდა დაიკავოს პის ადგილი წრის კონსტანტას სახით. „მათემატიკოსები კუთხეებს გრადუსებში არ ზომავენ, ჩვენ ვზომავთ მათ რადიანებში, წრე კი 2პი რადიანს მოიცავს“, - თქვა ჰიუსტონმა. „ეს არეულობასა და გაურკვევლობას იწვევს. თუ თქვენ წრის მეოთხედს აიღებთ, იგი 2პი რადიანის მეოთხედს, ანუ პი რადიოანის ნახევარს შეიცავს. ხოლო თუ თქვენ რადიანების დათვლას წრის სამ მეოთხედში მოისურვებთ, გამოთვლები კიდევ უფრო არეული გახდება. ამას დაბნევის გამოწვევა შეუძლია. „მაგრამ რამდენად მარტივდება ყველაფერი, თუ პის მაგივრად ტაუს გამოვიყენებთ“, - დაამატა ჰიუსტონმა. „წრე მოიცავს ტაუ რადიანს, ნახევარწრეში იქნება ნახევარი ტაუ რადიანი, ხოლო წრის მეოთხედში - მეოთხედი ტაუ და ასე შემდეგ. დამატებითი გამოთვლები საჭირო აღარაა“. მას მიაჩნია, რომ ეს უმაღლეს მათემატიკას მნიშვნელოვნად მარტივს გახდიდა და საშუალებას მოგვცემდა, უკეთ გავიგოთ ისეთი რთული თემები როგორიცაა მათემატიკური ანალიზი. პი რიცხვს სახელი მათემატიკოსმა უილიამ ჯონსმა 1706 წელს ბერძნული სიტყვის „პერიმეტრის“ პირველი ასოს მიხედვით მისცა. მიჩნეულია, რომ ძველმა ეგვიპტელებმა და ბაბილონელებმა პის დაახლოებითი მნიშვნელობა იცოდნენ. ამ რიცხვზე მითითება შეტანილია ბიბლიაში. ასევე ამ რიცხვისადმი მიძღვნილია საკულტო ფილმი „პი“, რომლის რეჟისორია დარენ არონოფსკი („შავი გედი“). ფილმში გენიოსი მათემატიკოსი აღმოაჩენს იდუმალ 216-ნიშნა რიცხვს, რომლის გაგებასაც ცდილობენ მის დევნაში მყოფი ხასიდები და უოლ-სტრიტის ფინანსური ანალიტიკოსები. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2753.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 ივლ. 2011, 21:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 4 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.