aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 პოლიტიკა: საქართველოს პრეზიდენტმა ახსნა, რატომ ხარჯავს მაღალ თანხებს ქვეყანაში მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებზე საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში ცნობილი უცხოელი მუსიკოსების ვიზიტებითა და ბათუმში ჩატარებული კონცერტებით კმაყოფილია.



„საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოსვლა საქართველოს პლანეტაზე მილიონობით ადამიანისათვის უფრო ცნობადს ხდის და ეს ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს“, - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს, როდესაც კომენტარს აკეთებდა ბათუმში მსოფლიოში ცნობილი მომღერლის სტინგისა და მესაყვირის კრის ბოტის კონცერტთან დაკავშირებით.


„ჩვენ ყოველთვის გვეკითხებიან, რატომ ვხარჯავთ ფულს ვარსკვლავების დაპატიჟებაზე და ასეთი გრანდიოზული კონცერტების ჩატარებაზე და მე მინდა ვუპასუხო, რომ, ჯერ ერთი, ფული გვიბრუნდება ქველმოქმედების სახით, ამასთან ჩვენ ვცდილობთ ამგვარი გზით მთელ მსოფლიოს ჩვენი ქვეყანა გავაცნოთ“, - აღნიშნა მან.


სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები აჭარისა და საქართველოს მიმართ ტურისტთა ინტერესს იზიდავს და მათი რაოდენობა უახლოეს მომავალში 5 მილიონ ადამიანს, 2-3 წელიწადში კი - 10 მილიონს მიაღწევს.


„ტურიზმის მოზიდვა კი დაიწყებს და დაიწყო კიდეც უკვე ასახვა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ვინაიდან ეს დამატებითი შემოსავლებია, ბინების იჯარით გაცემის შესაძლებლობა, უკვე ახლა ბათუმში თავისუფალი საცხოვრებელი ფართობის შოვნა რთულია. ამასთან, მთელი დასავლეთ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ აქ საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციას და ეს ასევე დადებითად აისახება ჩვენს მოსახლეობაზე“, - ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.


სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ დღეებში შეხვდა ერთ-ერთი უმსხვილესი საკრუიზე კომპანიის ხელმძღვანელს, რომელმაც მაშინვე თქვა, რომ მას ბათუმის ცენტრალური ნაწილი მოსწონს, მაგრამ ქალაქის განაპირა მხარეების ნახვა სურს. „მან თქვა, რომ მსოფლიოს ბევრ საკურორტო ობიექტში ცენტრის გარეთ თითქმის ყველგან ნგრევა და სიღარიბეა, მაგრამ როდესაც ბათუმის ქუჩებში გაიარა, დარწმუნდა, რომ ჩვენთან ყველგან რაღაც შენდება და არაა გეტო“, - თქვა მან და თან აღნიშნა, რომ მთელ საქართველოში მშენებლობა წარმოებს და არაა რაღაც განსაკუთრებული ზონები.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2752.html
განათავსა - Drakula | 05 ივლ. 2011, 21:24 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: საქართველოს პრეზიდენტმა ახსნა, რატომ ხარჯავს მაღალ თანხებს ქვეყანაში მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებზე" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 29 სექტემბერი 2024
  • English Georgian