მეცნიერება-ტექნოლოგიები: ექიმებმა ისწავლეს ოპერაციების გაკეთება ყოველგვარი გაჭრის გარეშე | მსოფლიოს ამბები | ||
მოქნილი რობოტიზირებული ენდოსკოპიური მოწყობილობა საშუალებას იძლევა, კუჭნაწლავის ტრაქტის ოპერაციები გაჭრების გარეშე განხორციელდეს. მოწყობილობის ავტორობა გასტროენტეროლოგიის აზიის ინსტიტუტის თანამშრომლებს ეკუთვნის, რომლებიც სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან და ეროვნულ საუნივერსიტეტო საავადმყოფოსთან ერთად მუშაობდნენ, იტყობინება IBN Live. ტექნოლოგია უკვე ჩაატარეს 45 წლის პაციენტზე. მას კუჭიდან 4 სანტიმეტრიანი სიმსივნე სულ რაღაც 17 წუთში ამოუღეს, ამასთან არც ერთი გაჭრა გაუკეთებიათ. პაციენტი სახლში ოპერაციის შემდეგ ოთხ საათში გაუშვეს. ამგვარად, ექიმებმა გამოიყენეს რობოტიზირებული „ხელები“, რომელთა დიამეტრი 6 მილიმეტრს აღწევს. ისინი იმართება ჯოისტიკით და მგრძნობიარეა შეხებისა და ზეწოლის მიმართ. ამიტომ ექიმმა ოპერაციის დროს იცის, რა ძალა ახდენს გავლენას ქსოვილებზე. კუჭნაწლავის გარდა, მოწყობილობის გამოყენება შეიძლება ოპერაციებისთვის ღვიძლზე, თირკმელებზე. ამასთან, აპარატი ორგანიზმში შედის პირიდან, რასაც ოპერაციის ინვაზიურობა პრაქტიკულად ნულამდე დაჰყავს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2751.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 ივლ. 2011, 21:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.