პოლიტიკა: თომას ილვესი: ქართული გზა ბევრი ქვეყნისთვის მოდელს წარმოადგენს | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი. როდესაც თქვენს ქვეყანაში პირველად ჩამოვედი, ძალიან რთული პერიოდი იყო. როდესაც ესტონეთში დავბრუნდი, ჩვენთან სიმღერების ფესტივალი ტარდებოდა და ქართული დროშები ფრიალებდა. საქართველოს არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ესტონური ხალხიც უჭერს მხარს, ამიტომ ესტონეთი საქართველოს მეგობარია და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჩატარებულ რეფორმებს უჭერს მხარს. მართვის თვალსაზრისით თქვენ ძალიან კარგი ნაბიჯები გადადგით, დაამარცხეთ კორუფცია. თქვენ ქვეყანა რეფორმების შედეგად გამჭვირვალე გახდა და ამით უნდა ამაყობდეთ. საქართველოში მოვლენებზე თვალს ადევნებენ ევროპელები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდეს ისევე დემოკრატიულად, როგორც ისინი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ტარდებოდა. ქართული გზა არის მოდელი ბევრი ქვეყნისთვის, რომელმაც ავტორიტატული რეჟიმი აიცილა თავიდან“, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2748.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 ივლ. 2011, 21:21 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.