ეკონომიკა: ვიზიტიორთა ყველაზე დიდი რიცხვი ჰყავს თბილისს, მცხეთასა და ყაზბეგს | საქართველოს ამბები | ||
ტურისტების მიერ ყველაზე მეტად მონახულებად ადგილებს შორის ლიდერობენ თბილისი, მცხეთა და ყაზბეგი. როგორც საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი იტყობინება, ბოლო ხუთი თვის მონაცემებით, ტურისტების რაოდენობა 44%-ით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობით ლიდერობს თბილისი, საიდანაც ისინი ქვეყნის სხვა რეგიონებში მიემართებიან. დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო დროს გაიზარდა ინტერესი თბილისის გოგირდის აბანოების მიმართ, რომლებიც ტურისტულ მარშრუტებშია შესული. „თბილისის დათვალიერების შემდეგ ტურისტები, ჩვეულებრივ, მცხეთაში მიდიან. დიდია ინტერესი მთიანი რეგიონების მიმართ, მითუმეტეს, რომ მანდ მგზავრობა უფრო გამარტივდა. თავის მხრივ, დიდი მოთხოვნაა შავი ზღვის სანაპიროზე“, - აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2747.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 ივლ. 2011, 09:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.