ეს საინტერესოა: ახალი აღმოჩენის წყალობით საჭმლის გულისთვის ცხოველების მოკვლა აღარ იქნება საჭირო | მსოფლიოს ამბები | ||
მეცნიერებმა ნიდერლანდებიდან გააკეთეს სენსაციური აღმოჩენა, რომლის წყალობითაც აღარ იქნება საჭირო ცხოველების მოკვლა ხორცის პროდუქტების მიღების მიზნით. მეცნიერთა ჯგუფმა მაასტრიხტის უნივერსიტეტიდან „დაამზადა“ ხელოვურად გამოყვანილი ჰამბურგერი. მის დასამზადებლად სპეციალისტებმა გამოიყენეს ახალი პროდუქტი - ხორცის ფარში, რომელიც ღეროვანი უჯრედებისაგან მიიღეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ასეთი ხორცის ფარში ძალიან პოპულარული გახდება. ექსპერტთა თქმით, მსოფლიოს მოსახლეობა იზრდება, ხოლო საქონლის სულადობა მუდმივად მცირდება. მეცნიერები შიშობენ, რომ ახლო მომავალში ნატურალური ხორცი ყველას არ ეყოფა. ახალმა გამოგონებამ მიიღო სახელწოდება ინვიტრო-ხორცი და ამ მომენტისათვის მისი აქტიური შესწავლა გრძელდება. პროფესორმა პოსტმა, რომელიც ახალი პროდუქტის შექმნას ხელმძღვანელობდა, მოყვა იმაზე, რომ ხორცის ფარშის საწარმოებლად საჭირო იქნება შინაური საქონლის ათი ათასი ღეროვანი უჯრედი. გარკვეული პირობებისას, რომელთა შექმნას სპეციალისტები ლაბორატორიებში აპირებენ, უჯრედების რიცხვი შეიძლება დაახლოებით ერთ მილიარდჯერ გაიზარდოს. სწორედ ამის მერე გამოდის ხელოვნური ხორცი, რომელიც თავისი სარგებლობითა და ხარისხით ცხოველთა ხორცზე ნაკლები არ იქნება. სპეციალისტთა ძალისხმევები მიმართულია მოხალისეების ძიებაზე, რომლებიც დათანხმდებიან ხელოვნური ხორცისაგან დამზადებული კერძების მირთმევას. პოსტმა დააზუსტა, რომ თუ ვერც ერთ მოხალისეს იპოვის, თავად გასინჯავს ხორცს. პროფესორის აზრით, ახალი პროდუქტი დაეხმარება ეკოლოგიასა და ეკონომიურობასთან დაკავშირებული მრავალი საკითხის გადაჭრაში. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2746.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 ივლ. 2011, 20:55 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.