საზოგადოება: ილია II:ღვთის მადლით საქართველო გაერთიანდება | საქართველოს ამბები | ||
საქართველო ღვთის მადლით გაერთიანდება და იქნება ბედნიერი,–განაცხადა სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა, მცხეთა თბილისის არქიეპისკოპოსმა, პიცუნდისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, საკვირაო წირვის დროს. როგორც კათალიკოს–პატრიარქმა აღნიშნა, ის მომავალს იმედით უყურებს, რადგან ეკლესია ახალგაზრდებითაა სავსე. "მე იმედით ვუყურებ მომავალს, რადგან ჩვენი ეკლესიები, ღვთის მადლით ახალგაზრდებითაა სავსე. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სიკეთის გზაზე დგანან, და ისინი ამ გზას მომავალში გაყვებიან. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ საქართველო იყო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. წმინდა ღვთისმშობელი საქართველოს დაცემას არ დაუშვებს. ყველაფერი თავის ადგილას დადგება, საქართველო ღვთის მადლით გაერთიანდება და ბედნიერი იქნება. ჩვენთან ერთად ბედნიერი იქნება აფხაზეთი, ოსეთი და დანარჩენი საქართველოც"–განაცხადა ილია მეორემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2740.html
| |||
განათავსა - consul | 03 ივლ. 2011, 21:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.