შოუ-ბიზნესი: ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა თავის მოკვლა სცადა | მსოფლიოს ამბები | ||
სერიალ „ტიუდორებით“ ცნობილმა მსახიობმა ჯონატან რის მაიერსმა თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ იტყობინება The Sun. სასწრაფომ მსახიობი საკუთარი სახლიდან სამშაბათს, 27 ივნისს წაიყვანა. სავარაუდოდ, რის მაიერსმა უცნობი პრეპარატის აბების დიდი რაოდენობა მიიღო. ამასთან, მედიკოსებმა მსახიობის წაყვანა მხოლოდ პოლიციის მოსვლის შემდეგ შეძლეს, ვინაიდან რის მაიერსი წინააღმდეგობას უწევდა ექიმებს, როდესაც ისინი მისთვის პირველი დახმარების გაწევას ცდილობდნენ. საავადმყოფოში რამდენიმე საათის ყოფნის შემდეგ მსახიობი სახლში ოთხშაბათს, 29 ივნისს გაუშვეს. 33 წლის მაიერსი ცნობილია თავისი მუშაობით ისეთ ფილმებში, როგორიცაა ვუდი ალენის „მატჩ ფოინთი“ და პიერ მორელის „სიყვარულით პარიზიდან“. ტაბლოიდთა ყურადღების ცენტრში მსახიობი აღმოჩნდა, როდესაც დედამისის გარდაცვალების შემდეგ ძლიერ სმას მიჰყვა ხელი. 2007 წელს მან დუბლინის აეროპორტში სკანდალი მოაწყო, რისთვისაც იგი დააპატიმრეს. მეორეჯერ მსახიობი დააპატიმრეს 2009 წელს პარიზის აეროპორტში „შარლ დე გოლი“ მას შემდეგ, რაც მან აეროპორტის ბარში მთვრალი დებოში მოაწყო: ჯონატანი ეჩხუბა დაწესებულების დირექტორსა და ოფიციანტს, ასევე შეუარცხყოფა მიაყენა ადგილზე მისულ პოლიციელებს. 2011 წლის მაისში მსახიობი მოათავსეს სამხრეთ აფრიკაში მდებარე სარეაბილიტაციო კლინიკაში. მისთვის ეს მსგავსი მკურნალობის უკვე მეხუთე ციკლი გახდა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2739.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 ივლ. 2011, 21:54 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.