ეს საინტერესოა: მეცნიერებმა აზრების კითხვა ისწავლეს | მსოფლიოს ამბები | ||
მედიკოსების, სპეცსამსახურების თანამშრომლებისა და პოლიციელების დიდი ხნის ოცნება ახდა: მეცნიერებმა ისწავლეს იმის გაგება, თუ რის გაკეთებას აპირებს ადამიანი მანამ, სანამ იგი ამას გააკეთებს. ეს ტვინის აქტიურობის მონიტორინგის ხარჯზე ხდება. როგორც Dailymailიტყობინება, ადამიანის მოქმედებების წინასწარგანჭვრეტა ჯერ მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე შეიძლება, მაგრამ ამ გამოგონების პერსპექტივები უდიდესია. მეცნიერები განმარტავენ, რომ, მაგალითად, პოლიციელებისათვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა ცოდნა იმისა, თუ რის განხორციელებას გეგმავს დამნაშავე დაძაბული შეიარაღებული დაპირისპირების დროს. წამყვანმა მკვლევარმა ჯეისონ გალივანმა დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტიდან განაცხადა: „ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია იმის გაგებაში, თუ როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი და როგორ ქმნის მოქმედებათა გეგმას“. ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული გამოკვლევების მანძილზე მეცნიერები ასკანირებდნენ მოხალისეთა ტვინის აქტიურობას, რომლებიც, ამასთან, სამი უბრალო მოქმედებიდან ერთ-ერთს ასრულებდნენ. ეს მოქმედებები იყო: ობიექტის დაჭერა ქვედა, ზედა ნაწილით ან უბრალოდ მასთან შეხება. ამასთან, წარმოებდა ტვინის ფუნქციონალური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ასე მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტვინის სხვადასხვა ნაწილებიდან შემოსული სიგნალების ანალიზის დროს, მათ შეუძლიათ საცდელი პიროვნებების განზრახვების წინასწარგანჭვრეტა უფრო დიდი სიზუსტით, ვიდრე ალალბედზე. მართალია, სიგნალების წაკითხვა შესაძლებელია მოქმედების შესრულებამდე მხოლოდ წამით ადრე, მაგრამ, მაგალითად, ბრძოლის პირობებში ასეთი მაჩვენლებლებიც სასარგებლო იქნებოდა. ამ პროექტზე მომუშავე კიდევ ერთმა მეცნიერმა ჯოდი კულხმა თქვა: „ნეირო-გამოსახულებები საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ, როგორ ხდება მოქმედებათა დაგეგმვა ტვინის სხვადასხვა ნაწილებში, ამასთან, ამისთვის უშუალოდ ტვინში ელექტროდების ჩადგმა საჭირო არაა“. სამხედრო და პოლიციური მიზნების გარდა, მეცნიერები ახალ გამოგონებას ბრწყინვალე მომავალს მედიცინაშიც უწინასწარმეტყველებენ. გალივანმა ხაზი გაუსვა: „თუ ჩვენ ადამიანის სურვილების წინასწარმეტყველებას ტვინის სიგნალების დახმარებით შევძლებთ, ეს საშუალებას მოგვცემს, გამოვიყენოთ ეს სიგნალები კიდურების პროთეზების მართვისათვის ინვალიდებისათვის, მათ შორის მათთვის, ვისაც ზურგის ტვინის დაზიანებები აქვს“. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2738.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 ივლ. 2011, 21:53 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 2 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.