მეცნიერება-ტექნოლოგიები: საქართველოს ელექტროსისტემა შეძლებს ზუსტად დაადგინოს დაზიანების ადგილი და სახეობა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა კომპანიაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას აგრძელებს. როგორც კავკაზ-პრესს სისტემაში შეატყობინეს, სწორედ ამ მიზნით იქნა შეძენილი პირველადი მოწყობილობების გასაზომი ლაბორატორია, ტრანსფორმატორების ტესტირების თანამედროვე ხელსაწყოები, მაღალი ძაბვის ელექტროგამდაცემი ხაზის წინააღობის გასაზომი ხელსაწყოები. საქართველოს ელექტროსისტემა ქვეყნის პირველი ენერგოკომპანიაა, რომელმაც თავის ქსელში მსგავსი ტიპის ტექნოლოგიები დანერგა. მოცემული ხელსაწყოს დახმარებით განხორციელდება ელექტროგადაცემი ხაზის წინააღმდეგობის დონის გაზომვა და ხაზების ზუსტი პერიმეტრების დადგენა, რომლებიც, თავის მხრივ, ასახვას ჰპოვებს ახალ ციფრულ ტექნოლოგიებში და საშუალებას მისცემს, მაღალი სიზუსტით განისაზღვროს ელექტრონული პროცესები ხაზებზე და დაზიანებების სავარაუდო ადგილები. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით არის მნიშვნელოვანი ელექტროგადამცემ ხაზზე დაზიანებების ოპერატიული ლიკვიდაციისთვის. ბოლო წლებში სისტემამ ქვესადგურებზე დანერგა ინტერნეტ-ქსელი, რომელიც საშუალებას იძლევა, ქსელის შიგნით არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისა და შიდაკორპორაციული ქსელის საშუალებით ონლაინ რეჟიმში მიღებული იქნას ინფორმაცია ელექტროგადამცემ ხაზზე არსებული პროცესების შესახებ. თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ენერგეტიკულ დარგში უახლოეს ტექნოლოგიებთან გაცნობის მიზნით 29-30 ივნისს გერმანული კომპანია „Omicron“-ის სასწავლო ცენტრის სპეციალისტებმა სისტემის ტექნიკურ სისტემას ჩაუტარა ტრენინგები, რომლებიც ეხებოდა კომპანიის მიერ წარმოებადი ელექტროგადამცემი ხაზის წინააღმდეგობის გასაზომი ხელსაწყოს - CPC 100-სა და დამატებითი ბლოკის - CP CU 1-ის გამოყენებას. სისტემის გაზომვისა და დიაგნოსტიკის სამსახურის თანამშრომლებმა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. „ეს კომპანიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მოტივაციაა - საერთაშორისო კომპანიის მიერ სერტიფიცირებული თანამშრომლების ყოლა, რომლებიც თავიანთ ვალდებულებებს პროფესიულ დონეზე შეასრულებენ“, - განაცხადა ელექტროსისტემის მართვის საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2736.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 ივლ. 2011, 20:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.