პოლიტიკა: დავით ბაქრაძე: რუსეთი საქართველოს მიმართ კომიკურ სიტუაციაშია | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, რუსეთი საქართველოს მიმართ კომიკურ სიტუაციაში იმყოფება. როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე კომენტარს აკეთებდა, ყველა იმ დოკუმენტის მიღებისთვის ხელის შეშლა, რომლებშიც საუბარია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე, რუსეთის უკვე რეგულარულ პოლიტიკად იქცა. „როგორც ჩანს, ერთი მხრივ, რუსეთი ცდილობს დაარწმუნოს საკუთარი საზოგადოებრიობა იმაში, რომ საქართველო წარუმატებელი ქვეყანაა, ნამსხვრევების გროვა უვარგისი ხელისუფლებით, ხოლო მეორე მხრივ - აკოპირებს თავისთვის წარმატებულ ქართულ რეფორმებს. ეს ძალიან კომიკური სიტუაციაა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, რუსეთისაგან განსხვავებით საქართველოს პარტნიორები ხედავენ როგორც პრობლემებს, ასევე იმ დიდ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2734.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 ივლ. 2011, 20:54 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.