პოლიტიკა: აკაკი მინაშვილი: რუსეთს მსოფლიო წესებით თამაში არ სურს | საქართველოს ამბები | ||
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი მსოფლიოში დამყარებული წესებით თამაშს არ აპირებს, მიაჩნია საქართველოს პარლამენტის საგარეო პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი მინაშვილს, იუწყება “GHN“. „ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთი არ აპირებს მსოფლიოში დამყარებული წესების მიხედვით თამაშს. საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს დეოკუპაციასა და ლტოლვილთა დაბრუნებასთან დაკავშირებით დიალოგი შესთავაზა, რაზეც უარი მივიღეთ“, - თქვა მინაშვილმა. მისი თქმით, კრემლი საქართველოს შიდა პროცესებში ჩარევას ცდილობს, ასევე იმას, რომ ხელისუფლებაში მათთვის საჭირო კანდიდატი მოვიდეს. „რუსეთი საქართველოს მთავრობას არჩეული დემოკრატიული გზით არ ესაუბრება და კარგად ჩანს მათი აგრესიული მიზნები, რომელთა თანახმადაც სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა მათი სრული მმართველობის ქვეშ მოხვდეს“, - მიაჩნია დეპუტატს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის სსს-ის უფროსმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოსთან დიალოგზე უარს არ ამბობს, თუმცა მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობას არ აპირებს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2732.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 ივლ. 2011, 20:52 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.