გარემო: GWP: თბილისში სასმელი წყალი მთლიანად შეესაბამება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებს | საქართველოს ამბები | ||
ბოლო დროს ხშირად ვრცელდება ინფორმაცია თბილისში სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ. „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერ“ მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ წყალი, რომელიც ონკანებიდან მოდის და რომელსაც თბილისელები სვამენ, მთლიანად შეესაბამება ეროვნულ სტანდარტებსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებს. როგორც კავკაზ-პრესს კომპანიაში შეატყობინეს, გამომდინარე აქედან ნებისმიერი ინფორმაცია ან უპასუხისმგებლო განცხადება, რომელშიც ეჭვქვეშ არის დაყენებული სასმელი წყლის ხარისხის შესაბამისობა სტანდარტებთან, სრული დეზინფორმაციაა. „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი, გამომდინარე თავისი საქმიანობის ვალდებულებათა სპეციფიკიდან, არც ახლა უშვებს და არც მომავალში დაუშვებს იმას, რომ თბილისელებმა არასტანდარტული სასმელი წყალი მიიღონ. წყალი, რომელიც დედაქალაქის მოქალაქეებს მიეწოდება, მაღალი ხარისხისაა, დეზინფიცირებულია ყველა მოთხოვნის მიხედვით და სრულიად უსაფრთხოა გამოყენებისათვის. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2726.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 ივლ. 2011, 20:44 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.