მეცნიერება-ტექნოლოგიები: Skype ამერიკულ კონგრესში შეუშვეს | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრებს სამსახურში ინტერნეტ-ტელეფონიის სერვისების - ooVoo-სადაSkype-ის გამოყენების ნება დართეს. ამის შესახებ გადმოსცემს The Hill. ooVoo-სა და Skype-ის დახმარებით კონგრესმენები თავიანთ ამომრჩევლებს დაუკავშირდებიან, ასევე კოლეგებთან თათბირებს დაგეგმავენ. ქვედა პალატის მომხმარებლები სერვისებში ჩართვას შიდა ქსელ Wi-Fi-ის საშუალებით შეძლებენ. როგორც იტყობინებიან, ადგილობრივი კომპიუტერის სპეციალისტებისათვის ვიდეოკავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ეხმარებოდნენ ინჟინრები Skype-დან და ooVoo-დან. მანამდე წარმომადგენელთა პალატაში ooVoo-ს, Skype-სა და მათი ანალოგიური სერვისების საშუალებით ვიდეოზარების განხორციელება აკრძალული იყო და პალატის წევრებს არა ერთხელ მოუთხოვიათ აკრძალვის გაუქმება. ამერიკული კონგრესის ზედა პალატაში ვიდეოზარები კვლავინდებურად არაა ნებადართული. სერვისი Skype 2003 წელს, ხოლო ooVoo– 2007 წელს ამოქმედდა. Skype-საგან განსხვავებით, ooVoo-ს უფასო ვერსიაში არსებობს ჯგუფური ვიდეოჩატის ფუნქცია, რომელშიც ექვსამდე მომხმარებელს შეუძლია მონაწილეობა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2723.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 ივნ. 2011, 21:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.