მეცნიერება-ტექნოლოგიები: ვაქცინებს რევოლუციური ალტერნატივა მოუფიქრეს | მსოფლიოს ამბები | ||
არსებობს ბავშვების აცრის შესაძლებლობა რძის საშუალებით. ამისათვის სასმელში ბაქტერიების დამატებაა საკმარისი. ასეთი წინადადებით გამოვიდა ნობელის ლაურეატი ბარი მარშალი დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტიდან, იტყობინება The Sydney Morning Herald. მისი აზრით, ბაქტერია Helicobacter pylori-ის სხვადასხვა შტამები, რომლებიც კუჭის წყლულს იწვევს, მოდიფიცირებულ შეიძლება იქნას პატოგენებისაგან აღებული დნმ-ის საშუალებით. ამგვარად ვაქცინის მისაწოდებელ პლატფორმას მივიღებთ. ეს ინექციებთან შედარებით ბევრად უფრო იაფი და მარტივი ხერხი იქნება. მისი წინასწარი გამოუქვეყნებელი გამოკვლევა მიანიშნებს იმაზე, რომ პერტში პაციენტებზე ბაქტერიათა ხუთი შტამის გამოცდებმა წარმატებით ჩაიარა. როგორც პროფესორი აღნიშნავს, მოცემული ნაშრომი ადამიანებზე ბაქტერიების გამოყენების უსაფრთხოების ამტკიცებს და უდარდება თაგვებზე გამოცდებს, რომლებმაც აჩვენა წარმატებული გამოყენება ბაქტერიებისა როგორც ქოლერისა და ყივანახველის წინააღმდეგ ვაქცინების გადამტანისა. ლაბორატრიებში დამზადებული ვაქცინებისაგან განსხვავებით, მოდიფიცირებული Helicobacterბაქტერიების მიწოდება დიდი რაოდენობით საჭირო არაა, ხოლო აცრისთვის არც ექიმია საჭირო და არც შპრიცები. სისტემის ასამუშავებლად საჭიროა მხოლოდ ფერმენტერი, ჩანგალი როზეტით და ცოტა წყალი. შედეგად კვირაში დაახლოებით მილიონი დოზა გამოვა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2721.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 ივნ. 2011, 21:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.