ეკონომიკა: სიდამონიძე: საქართველოში 3 მილიონი ტურისტი სავსებით რეალურია | საქართველოს ამბები | ||
საქართველოში სამი მილიონი ტურისტის ჩამოსვლა 90%-ით არის მიღწევადი. ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ. მისი თქმით, უკვე დაფიქსირდა ტურისტთა რიცხოვნობის მნიშვნელოვანი ზრდა. ივნისში საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობამ 1.2 მლნ-ს გადააჭარბა. „რასაკვირველია, 3 მილიონიანი გეგმა ამბიციური განაცხადია. მაგრამ ჩვენ უნდა დავგეგმოთ ამბიციური მიზნები, რათა შედეგს მივაღწიოთ“, - აცხადებს სიდამონიძე. თუმცა, მისი თქმით, არსებობს გარემოებები, რომლებსაც მიზნის მიღწევისთვის ხელის შეშლა შეუძლია. ტურიზმის ეროვნული სააგენტო საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამას სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებებით ახორციელებს. მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპა და რეგიონის სახელმწიფოები. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2718.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 ივნ. 2011, 21:16 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.