aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: აშშ-ის ბანკებისთვის ინტერნეტში მუშაობის ახალი წესები მოიფიქრეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
აშშ-ის ხელისუფლებამ ამერიკელი ბანკებისათვის ინტერნეტში მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის ახალი წესები შეიმუშავეს. ამის შესახებ იტყობინება The Financial Times.



ამიერიდან ბანკები ვალდებულნი არიან გამოიყენონ მონაცემთა დაცვის მრავალდონიანი სისტემები, რომლებიც მოიცავს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც მომხმარებლის უჩვეულო მოქმედებებზე რეაგირების უნარი აქვს.


ანაბრების დაზღვევის ფედერალური კორპორაციისა და ფედერალური სარეზერვო ბანკების წარმომადგენლების მიერ შემუშავებული ახალი წესები გახდა ხელისუფალთა პასუხი საბანკო სისტემების გატეხვის გახშირებულ შემთხვევებზე. ბოლოჯერ ბანკების მიმართ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნები 2005 წელს განახლდა.


ახალი წესები დაცვის კონკრეტული მექანიზმების გამოყენების მოთხოვნებს არ შეიცავს. უსაფრთხოების უზრუნველყოფის რისკების შეფასებისა და სათანადო ზომების მიღების პასუხისმგებლობა ბანკებს ეკისრებათ.


ცვლილებები ძირითადად ეხება უსაფრთხოების უზრუნველყოფას ბანკების კლიენტების მიერ ინტერნეტ-ბანკინგის სისტემების გამოყენებისას. უკვე 2012 წლის დასაწყისიდან მომხმარებლები ამგვარი სერვისების მუშაობაში ცვლილებების დანაცვას შეძლებენ, განსაკუთრებით სისტემაში უცხო კომპიუტერიდან შესვლის ან სხვა ანგარიშზე სახსრების პირველი გადარიცხვის მცდელობისას.


აშშ-ში ფიზიკური პირებისთვის გარანტირებულია ზარალის ანაზღაურება მათი საბანკო ექაუნთების გატეხის შემთხვევაში, თუმცა ბანკების კორპორაციულ კლიენტებს ასეთი დაცვა არა აქვთ. ახალი წესების თანახმად, ბანკებს მოუწევთ უსაფრთხოების დამატებითი ზომების უზრუნველყოფა კლიენტი ფირმების მონაცემთა დასაცავად.


ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჰაკერული თავდასხმების ობიექტები გახდნენ ამერიკული საგადახდო სისტემები RBS WorldPay და Heartland Payment System, ასევე ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ბანკი Citigroup. ასე, Citigroup-ის კომპიუტერული სისტემის გატეხის შედეგად ბოროტმზრახველთა ხელში ჩავარდა 360 000-ზე მეტი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, საერთო ზარალმა კი 2.7 მილიონი დოლარი შეადგინა.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2717.html
განათავსა - Drakula | 30 ივნ. 2011, 21:15 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: აშშ-ის ბანკებისთვის ინტერნეტში მუშაობის ახალი წესები მოიფიქრეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 ნოემბერი 2024
  • English Georgian