პოლიტიკა: სსს: გაეროს რეზოლუცია საქართველოს ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხრას | საქართველოს ამბები | ||
"გაეროს რეზოლუცია საქართველოს ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს"–ამის შესახებ, ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მხარდაჭერის გარდა,ასევე, რეზოლუციაში საუბარია საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე, რომელიც ითვალისწინებს ლტოლვილების თავიანთ სახლებში უსიტყვო და დამსახურებულ დაბრუნებას და უსეფრთხოების უფლებას. გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე, რეზოლუციას,რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილების სტატუსს შეეხება, 57 ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ეს 7 ქვეყნით მეტია გასულ წელთან შედარებით. რუსეთის პოზიაციას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღირებასთან დაკავშირებით, წელს მხოლოდ 13–მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, რაც 4 ქვეყნით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. "ეს საქართველოს უპირობო წარმატებაა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება გენერალური ასამბლეის მხრიდან პრაქტიკულად შეუქცევადი გახდა"–განაცხადა საქართველოს ელჩმა გაეროში კახა ლომაიამ. მიღებული დოკუმენტი, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, აფხაზეთიდან და ოსეთიდან იძულებით გამასახლებულ პირთა და მათ შთამომავალთა უსაფრთხო დაბრუნებას ითვალისწინებს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2716.html
| |||
განათავსა - consul | 30 ივნ. 2011, 21:12 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.