პოლიტიკა: გაეროში საქართველოს მომხრეთა რიცხვი გაიზარდა - რეზოლუციას 57 სახელმწიფომ დაუჭირამხარი | საქართველოს ამბები | ||
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოს მიერ ინიციირებული რეზოლუციის პროექტი „აფხაზეთისა (საქართველო) და ცხინვალის რაიონის/სამხრეთ ოსეთის (საქართველო) შიგნით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობა“, იუწყება “GHN“. რეზოლუციას 57 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. 13 გამოვიდა წინააღმდეგ, 74-მა კი თავი შეიკავა. ამგვარად, საქართველოს მომხრეთა რიცხვი გაიზარდა. 2010 წელს რეზოლუციას 50 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. რეზოლუცია მოუწოდებს ყველა შიგნით გადაადგილებული პირის დაბრუნების გრაფიკის შემუშავებისკენ. ამას გარდა, ხაზგასმულია ყველა შიგნით გადაადგილებული პირისა და საქართველოში კონფლიქტებით დაზარალებული ლტოლვილების ქონებრივი უფლებების დაცვის აუცილებლობა და ამ უფლებების დარღვევაში საკუთრების შეძენაზე თავის შეკავება. შედეგად აღნიშნულია დემოგრაფიული სიტუაციის ძალადობრივი ცვლილების დაუშვებლობა და ხაზგასმულია ჰუმანიტარული მიზნებით დაუბრკოლებელი დაშვების უზრუნველყოფა ყველა შიგნით გადაადგილებულ პირთან, ლტოლვილებთან და სხვა პირებთან, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კონფლიქტებით დაზარალებულ რაიონებში ცხოვრობენ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2713.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 ივნ. 2011, 21:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.