aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 ეკონომიკა: ტურსააგენტოები მოგზაურობებისათვის განკუთვნილი კრედიტების პირობებით უკმაყოფილებას გამოხატავენ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
რადიო კომერსანტის ინფორმაციით, commersant.ge-თან საუბრისას ტურისტული სააგენტოების ნაწილი აღნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი მომხმარებელი ბანკებისა და ტურისტული სააგენტოების ერთობლივი პროექტებით სარგებლობს, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს სერვისი არც ისე პოპულარულია.



„Good Travel“-ის დირექტორის გიორგი ფიროსმანაშვილის თქმით, სააგენტო „ბაზისბანკთან“ ერთად ახორციელებს პროექტს „მოგზაურობა განვადებით“. „შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი წარმატებით მუშაობს. რასაკვირველია, ტურისტი ამჯობინებს მთლიანად გადაიხადოს მოგზაურობის ხარჯები და მშვიდად დაისვენოს, მაგრამ ხშირად ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ამიტომ ჩვენ კლიენტს განვადების ხელსაყრელ პირობებს ვთავაზობთ. ადამიანი, რომელსაც მოგზაურობა და დასვენება განვადებით სურს, მოდის ჩვენთან იმისთვის, რომ განვადებასთან დაკავშირებული ყველა წინასწარი პირობა გაიაროს. ჩვენ მას სრულ დოკუმენტაციას ვუმზადებთ და მხოლოდ ამის მერე იგი ბანკში მიდის. სესხის რაოდენობა ტურისტული მარშრუტით განისაზღვრება. განვადებით ძირითადად სარგებლობენ მოგზაურები ევროპის გარშემო. მიმაჩნია, რომ ეს ერთობლივი პროექტი შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სტაბილური სამსახური, მაგრამ შედარებით დაბალი შემოსავლები აქვს“, - თქვა გოგა ფიროსმანიშვილმა.


პროექტით „მოგზაურობა და დასვენება განვადებით“ სარგებლობა სხვა კომპანიებთან და ბანკებთანაც არის შესაძლებელი.
„N Tour“-ის გენერალური დირექტორის გიორგი შენგელიას განცხადებით, განვადებით დასვენების პროგრამაში მისი პარტნიორებია „ბაზისბანკი“, „თიბისი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“ და ბანკი „რესპუბლიკა“. თუმცა შენგელიას არ ახსოვს ბოლო დროს შემთხვევა, როდესაც რომელიმე კლიენტს განვადებით ესარგებლა.


„შეიძლება ითქვას, რომ ეს პროდუქტი არ მუშაობს. ამის მიზეზი კი ასე შეიძლება აიხსნას: ვისაც განვადება სურს, მას ბანკი სესხს არ აძლევს, ხოლო ვისაც სესხის აღება შეუძლია, მას იგი არ სჭირდება. აქ ჩვენ ცუდ პირობებთან, უფრო ზუსტად კი, ბანკის მოთხოვნებთან გვაქვს საქმე. ამასთან კი, განვადება ხომ სწორედ იმ ადამიანების კატეგორიისთვის არის, რომელთაც მაღალი შემოსავლები არა აქვთ და მხოლოდ ამგვარად შეუძლიათ საზღვარგარეთ დასვენება ან მოგზაურობა. ასეთ ვითარებაში მოცემული პროდუქტის არსებობა შეიძლება ეჭვქვეშ დავაყენოთ, თუმცა ამ პროგრამამ შესანიშნავად იმუშავა 2007-2008 წლებში და ეს იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში კრიზისის დაძლევის შემთხვევაში მდგომარეობა აქაც შეიცვლება“, - აცხადება შენგელია.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2712.html
განათავსა - Drakula | 29 ივნ. 2011, 23:21 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: ტურსააგენტოები მოგზაურობებისათვის განკუთვნილი კრედიტების პირობებით უკმაყოფილებას გამოხატავენ" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 1
ხმები: 2


მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 ნოემბერი 2024
  • English Georgian