ეკონომიკა: CNN საქართველოს შესახებ რეპორტაჟების ციკლის ჩვენებას განაგრძობს | საქართველოს ამბები | ||
ტელეკომპანია CNN საქართველოს შესახებ რეპორტაჟების ციკლის ჩვენებას განაგრძობს. ჟურნალისტის პაოლი ნიუტონის თბილისიდან მეორე ჩართვა უკვე შედგა . თემა, რომლის შესახებაც CNN–მა რეპორტაჟი აჩვენა, ამჯერად, საქართველოს პოლიციაში გატარებული რეფორმები იყო. სიუჟეტში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და პოლიციელები აღნიშნავენ, რომ საქართველო კრიმინალის დაბალი მაჩვენებლის მხრივ მსოფლიო ქვეყნების სიაში ერთერთი ლიდერი ქვეყანაა. "მე გაუგნებული ვარ. იმაზე ოცნებაც შეუძლებელი იყო, რომ საქართველო მსოფლიო ლიდერებს შორის აღმოჩენილიყო, რადგანაც იგი არც თუ ისე დიდი ხნის წინ პოლიციის ცუდი მდგომარეობის თვალსაზრისით მსოფლიოში ლიდერობდა,"–განაცხადა მერაბიშვილმა CNN–ისთვის მიცემულ ინტერვიუში. რეპორტაჟში ასევე მოთხორობილია პოლიციელების სამუშაო პირობებზე, მათ ხელფასებზე, ვარჯიშებსა და პროფესიონალიზმის ასამაღლებელ ტრენინგებზე. "ჩვენი მოქალაქეები ჩვენ გვენდობიან და ჩვენ ამით ძალიან ვამაყოფოთ. როდესაც მოქალაქე პოლიციას ენდობა, ეს მართლაც სიამაყეს იმსახურებს"–აღნიშნა საქართველოს პოლიციის ერთერთმა ლიდერმა. პაოლა ნიუტონმა რეპორტაჟი საქართველოს პირველ ლედიზეც მოამზადა, რომელიც ეთერში დღეს, 29 ივნისს გავა. საქართველოს შესახებ რეპორტაჟების სერია ტელეარხის ეთერში ერთი კვირაა გადის. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2710.html
| |||
განათავსა - consul | 29 ივნ. 2011, 23:17 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.