ეკონომიკა: უკრაინელები საქართველოში სასტუმროების ინტერნეტ-დაჯავშნის რაოდენობით ლიდერობენ | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() მისი თქმით, საიტზე უკვე ბათუმში არსებული სასტუმროების დაჯავშნაც არის შესაძლებელი. მოცემულ მომენტში ვებ-საიტზე 13 ბათუმის სასტუმროა დარეგისტრირებული და 15 ივლისამდე მათი რიცხვი 25-მდე გაიზრდება. ასევე დარეგისტრირებულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჯორჯია პალასი“ ქობულეთში. მაისურაძემ აღნიშნა, რომ ბათუმის სასტუმროებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში. „ყველაზე დიდ აქტიურობას ავლენს უკრაინა, საიდანაც საქართველოში დასასვენებლად ჩამოსვლის მსურველთა რიცხვი ორჯერ აჭარბებს პონტენციური ტურისტების რიცხვს სხვა ქვეყნებიდან. უკრაინის შემდეგ ყველაზე აქტიურია აზერბაიჯანი, მას მოსდევს სომხეთი, თუმცა სომეხი ტურისტები ამჯობინებენ უფრო იაფ დასვენებას და კერძო სექტორზე არიან ორიენტირებულნი“, - თქვა მან. მაისურაძის თქმით, ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები ბათუმში, რომლებშიც ცხოვრების ღირებულება საშუალოდ დღეში 50-70 ევროს შეადგენს. ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად ბათუმის სასტუმროებზე მოთხოვნა ორჯერ მეტია თბილისის სასტუმროების მოთხოვნასთან შედარებით. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2706.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 ივნ. 2011, 23:11 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 1 ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.