პოლიტიკა: ალექსანდრე რონდელი: უკრაინისა და მოლდოვის გამო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა ოდნავ ჩრდილშია | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს მხარდაჭერა გაძლიერდება ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს, თუმცა პოლონეთისთვის ეს ადვილი არ იქნება, მიაჩნია სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის დირექტორი ალექსანდრე რონდელი, იტყობინება “GHN“. „რთულია იმის თქმა, თუ როგორი იქნება ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის შედეგები. პოლონეთი ნამდვილად კარგი მოვლენაა ჩვენთვის, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ მისთვის არც თუ ისე ადვილი იქნება საქართველოს საკითხების წინ წაწევა და დახმარების გაწევა, ვინაიდან მას მეზობლების მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდება. მაგრამ მაინც არსებობს იმედი, რომ ჩვენ თავისუფალი ვაჭრობისა და სავიზო რეჟიმების საკითხებში ოდნავ წინ წავიწევით. პოლონელებს ესმით ჩვენი პრობლემები, იციან, რომ მათი უსაფრთხოება ჩვენს უსაფრთხოებაზე არის დამოკიდებული, ამიტომ საქართველოსთვის მაქსიმუმს აკეთებენ“, - თქვა რონდელმა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას. რაც შეეხება იმას, რომ პოლონეთი ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის წევრობის საკითხის აქტიურად წამოყენებას აპირებს, რონდელის აზრით, ამჟამად ევროპა „უფრო მეტად მობრუნებული იქნება უკრაინისკენ, ვიდრე საქართველოს მხარეს“. „მოცემულ ეტაპზე ევროპა წინა პლანზე ევროკავშირში საქართველოში გაწევრიანების საკითხს არ აყენებს, თუმცა გამოთქვამს სხვადასხვა პოლიტიკურ, მორალურ და სხვა მხარდაჭერას. დღეს იგი უფრო მეტად მობრუნებულია უკრაინის მხარეს: უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ხოლო მოლდოვა - ევროპა და სწორედ ამიტომ სურთ ამ ორი ქვეყნის მიმართ აქტივიზირება. უკრაინისა და მოლდოვის გამო ჩვენ ოდნავ ჩრდილში აღმოვჩნდით, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ გაწევრიანების უშუალო კანდიდატები არც ვართ“, - აღნიშნა ექსპერტმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2705.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 ივნ. 2011, 23:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.