მეცნიერება-ტექნოლოგიები: მკვლევარებმა დინოზავრების სხეულის ტემპერატურა დაადგინეს | მსოფლიოს ამბები | ||
კალიფორნიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პალეონთოლოგთა ჯგუფმა დინოზავრების სხეულის ტემპერატურა გაზომა. ამისათვის მათ ძველი მონსტრების კბილის ემალის იზოტოპური შემადგენლობა შეისწავლეს. აღნიშნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა კამაროზავრებისა და ბრაქიოზავრების სხეულის ტემპერატურა გაზომეს. ექსპერტები იმედებს ამყარებდნენ იმაზე, რომ ზოგიერთ იზოტოპს, რომელსაც ცხოველების ძვლოვანი ქსოვილი შეიცავს, მოლეკულებად გაერთიანების უნარი აქვს, ხოლო ასეთი გაერთიანების ინტენსიურობა პირდაპირ არის დამოკიდებული ტემპერატურაზე. ამერიკელებმა აშშ-ისა და ტანზანიის ტერიტორიებზე ნაპოვნი თერთმეტი კბილის ემალი შეისწავლეს (ემალში ქიმიური შენადგებლობა ყველაზე კარგად ინახება). აღმოჩნდა, რომ კამაროზავრების სხეულის საშუალო ტემპერატურა 35.7, ხოლო ბრაქიოზავრებისა - 38.2 გრადუსს შეადგენდა. თავიანთი ტემპერატურით დინოზავრები ყველაზე ახლოს ადამიანთან იყვნენ. წყარო - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2704.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 ივნ. 2011, 17:33 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.