aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 პოლიტიკა: ეროსი კიწმარიშვილი: საქართველოში არსებული მოვლენები 30-იანი წლების სსრკ-ს ჰგავს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ბრალდების წაყენებისა და ირაკლი ოქრუაშვილის დევნის დაწყების გადაწყვეტილება მოულოდნელობა არ ყოფილა „ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივნისთვის ეროსი კიწმარიშვილისთვის, იტყობინება “GHN“.



მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ფსევდო-ოპოზიციის განცხადებები ოქრუაშვილის საფრანგეთიდან ექსტრადიციის შესახებ.


„ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს წინა ასწლეულის 30-იან წლებს, სსრკ-ს „აღშფოთებული“ მოქალაქეების მოთხოვნებს იმის თაობაზე, რომ ტროცკისტები და სხვა „ანტისაბჭოური“ ელემენტები გაესამართლებინათ და ღირსეულად დაესაჯათ“, - თქვა კიწმარიშვილმა.


მან აღნიშნა, რომ ბავშვებსაც კი უკვე აღარ სჯერათ იმ სიცრუისა, რომელსაც ვანო მერაბიშვილის უწყება ატირაჟებს და ამიტომ ამ თემასთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.


„ყველა ხედავს, როგორ ერთობა შსს და პროკურატურა მოქალაქეთა გადასახადების ხარჯზე. ეს არის ტერორი, ფაქტების გაყალბება, საზოგადოების დეზინფორმაცია და ა. შ.“, - მიაჩნია კიწმარიშვილს.


ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურად უნიჭო სპექტაკლები სასაცილოა, რომ არა უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებები, წამებები და ციხეში ჩამწყვდებები.


„აღნიშნული მომენტი რომ არა, ეს თემა „ქართული პარტიისთვის“ სრულიად უინტერესო იქნებოდა“, - თქვა მან.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის მანამდე წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული.


„დღეს ყველა მცდელობა „ქართული პარტიისა“ და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგაა მიმართული და საფუძვლად დევს ის შიში, რომელიც სააკაშვილს აღელვებს. ამიტომ იგი სხვადასხვა გზებით ცდილობს ჩვენს დისკრიმინაციასა და პრობლემების შექმნას. ამაში ახალი არაფერია“, - თქვა ოპოზიციონერმა.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2702.html
განათავსა - Drakula | 28 ივნ. 2011, 17:31 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ეროსი კიწმარიშვილი: საქართველოში არსებული მოვლენები 30-იანი წლების სსრკ-ს ჰგავს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 ნოემბერი 2024
  • English Georgian