საზოგადოება: საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლოს საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ასეთია აშშ–ს სახელმწიფო დეპარტანეტის მოხსენება მსოფლიოში არსებულ ტრეფიკინგის სიტუაციასთან დაკავშირებით. ამ მოხსენებაში საქართველო პირველი კატეგორიის ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებით მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მუშაობა მიმდინარეობს. ყველაზე რთული სიტუაცია მესამე კატეგორიის ქვეყნებშია, რომელსაც მიეკუთვნება ალჟირი, ბირმა, ლივია, თურქმენეთი და აზიის სხვა ქვეყნები. ამ ქვეყნების მიმართ შესაძლოა გარკვეული სანქციები ამოქმედდეს. საქართველოსთან ერთად პირველ კატეგორიაში შედის აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ქვეყნების უმრავლესობა. მეორე კატეგორიაში არსებული ქვეყენები, რომლებსაც ტრეფიკინგთან პრობლემები აქვს არის რუსეთი და უკრაინა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2699.html
| |||
განათავსა - consul | 28 ივნ. 2011, 08:59 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.