ეს საინტერესოა: ლეგენდარული ამერიკელი ბანდიტის ერთადერთი ფოტო რეკორდულ თანხად გაიყიდა | მსოფლიოს ამბები | ||
XIX საუკუნის ბოლო წლების ლეგენდარული ამერიკელი ბანდიტის ბილ კიდის ერთადერთი ცნობილი ფოტოსურათი დენვერში, 22-ე ყოველწლიურ აუქციონზე Brian Lebel's Old West Show & Auction გაყიდეს. როგორც Associated Pressიტყობინება, ფოტო შაბათს, 25 ივნისს, კერძო კოლექციონერმა 2.3 მლნ დოლარად შეიძინა. ბილ კიდის ფოტოსურათი აუქციონის ისტორიაში ყველაზე ძვირი ლოტი გახდა. 15 პროცენტიანი გადასახადის გათვალისწინებით, მისი საბოლოო ღირებულება 2.6 მლნ დოლარს შეადგენდა. ამასთან, ორგანიზატორები უნიკალურ ფოტოსურათს 300-400 ათას დოლარად აფასებდნენ. ცნობილი ფეროტიპი 1879 და 1880 წლებს შორის ფორტ სამერში (ნიუ-მექსიკო) გაკეთდა. მასზე ამერიკელი ბანდიტი პოზირებს მარჯვენა ხელში კარაბინ „ვინჩესტერით“, მარცხენა ხელთან ჩანს ბუდე რევოლვერით „კოლტი“. ამ ფოტოსურათის საფუძველზე ბილ კიდის შესახებ გადაღებული ვესტერნ „ცაცია მსროლელის“ („The Left Handed Gun“, პოლ ნიუმანით მთავარ როლში) შემქმნელებმა შეცდომით ივარაუდეს, რომ ცნობილი ბანდიტი ცაცია იყო. თუმცა ცნობილია, რომ ფეროტიპულ ფოტოსურათებზე გამოსახულება სარკისებურად ამოტრიალებული გამოდის. ფოტოსურათი კარგად არის შენახული ბილ კიდის მეგობრის დენ დედრიკის ნათესავების წყალობით. ბანდიტმა, თავის დროზე, ფოტოსურათი სწორედ დედრიკს გადასცა. პირველად გამოსახულება ფართო საზოგადოებრიობას 1980 წელს ნიუ-მექსიკოში ლინკოლნის ოლქის მუზეუმში წარუდგინეს. ლეგენდის თანახმად, ბილ კიდმა 21 წელი იცხოვრა და ამ დროის განმავლობაში 21 ადამიანი მოკლა. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, ბანდიტის მსხვერპლები 4-დან 9-მდე ადამიანი გახდა, მათ შორის 1878 წელს მოკლული შერიფი. 2010 წლის დეკემბერში ნიუ-მექსიკოს შტატის გუბერნატორი ბილ რიჩარდსონი გამოვიდა ბილ კიდის სიკვდილის შემდეგ შეწყალების წინადადებით. თუმცა, 31 დეკემბერს, შტატის გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნის უკანასკნელ სამუშაო დღეს, რიჩარდსონმა გადაწყვეტილება შეცვალა და ცნობილი ბანდიტის შეწყალებაზე უარი განაცხადა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2696.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 ივნ. 2011, 19:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.