aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

 პოლიტიკა: გაერო: უკანონო დაპატიმრებები საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენა გახდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
გაეროს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა მოუწოდეს ქართულ ხელისუფლებას, შეწყვიტონ უკანონო დაპატიმრებები და მკაცრი განაჩენების გამოტანა ქვეყნის მოქალაქეებისათვის, აღნიშნული გაეროს კომიუნიკეში, იტყობინება “GHN“.



გაეროში განაცხადეს იმაზე, რომ განუკითხავი დაპატიმრებები საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ხელისუფლება  დაპატიმრებულთა მინიმალური უფლებების დაცვის გარანტიას არ იძლევიან. ამას გარდა, მათ სრულიად გამორიცხეს გირაოს ქვეშ გათავისუფლების შესაძლებლობა.


ამავე დროს, გაეროს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა მალიკ სოუმ განაცხადა, რომ საქართველოში საქმეთა 90% სასამართლოს გარეშე პროცედურების ჩატარების შემდეგ, მოსამართლეთა ჩარევის გარეშე სრულდება, რომელთა დროსაც ბრალდებულებს დამნაშავეებად აღიარებას აიძულებენ.


მისი თქმით, პროკურორი ბრალდებულთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელთა შედეგადაც უკანასკნელი თავის დანაშაულს რიგი სისხლის სამართლის საქმეების მიხედვით აღიარებს, პროკურატურა კი უმცირებს მას პატიმრობის ვადას ან მის მიმართ წამოყენებული ბრალდებების რაოდენობას.


სოუმ აღნიშნა, რომ საქართველოში ბრალდებისა და დაცვის მხარეებისათვის კანონის მიმართ თანასწორობის პრინციპი უნდა მოქმედებდეს. ეს სამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარების ფუნდამენტური წესია. მიუხედავად ამისა, საქართველოში ბრალდების მხარეს დაცვის მხარესთან შედარებით უპირატესობა აქვს.


გაეროს ექსპერტთა მონაცემებით, საქართველოში გამამართლებელი განაჩენების უკიდურესად დაბალი რიცხვია - 0.1%. ეს ნიშნავს, რომ ბრალდებულთა უმეტესობას ციხეში სვამენ. ქართველმა პატიმრებმა გაეროს ექსპერტებს განუცხადეს, რომ მათ სასამართლო პროცესების მსვლელობაში იმის ეშინოდათ, რომ საკუთარი დანაშაული რომ არ ეღიარებინათ, ხანგრძლივ პატიმრობის ვადებს მიუსაჯებდნენ.


გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის 11 ციხე და სხვა გამოსასწორებელი დაწესებულება მოინახულა და 158 პატიმარი გამოკითხა, გადმოსცემს გაზეთი „ვზგლიადი“ „ინტერფაქსზე“ მინიშნებით.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2694.html
განათავსა - Drakula | 27 ივნ. 2011, 19:15 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: გაერო: უკანონო დაპატიმრებები საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენა გახდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 ნოემბერი 2024
  • English Georgian