მეცნიერება-ტექნოლოგიები: პირველად ისტორიაში მეცნიერებმა ცხოველთა ერთ-ერთი დაავადების მთლიანად მოსპობა შეძლეს | მსოფლიოს ამბები | ||
მსოფლიო მეცნიერებამ საბოლოოდ და სამუდამოდ შეძლო ცხოველთა ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადების - ღორის ჭირის მოსპობა. ამის შესახებ განაცხადა ბრიტანულმა რადიოკომპანია ბი-ბი-სიმ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე მინიშნებით. ამდაგვარად, პირველად მსოფლიო ისტორიაში მთლიანად მოისპო ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება, რომლის ცხოველებს ემართებათ. საუკუნეების განმავლობაში ღორებს შორის ჭირმა ეს ცხოველები მილიონობით მოკლა. თუმცა ბოლო და რიგით 79-ე ყოველწლიურ გენერალურ სესიაზე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გამოაცხადა ღორების აღნიშნული დაავადების ოფიციალურ და საბოლოო დამარცხებაზე. მოცემული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მსოფლიოს 198 ქვეყანასა და ტერიტორიაზე სიტუაციის შესწავლის საფუძველზე. „დედამიწაზე ღორის ჭირი აღარ არსებობს“, - ნათქვამია დოკუმენტში. თუმცა ვეტერინარიის სფეროს წამყვანი მსოფლიო სპეციალისტები ჯერ ვერ მივიდნენ ერთიან მოსაზრებამდე იმის თაობაზე, საჭიროა თუ არა ღორის ჭირის გამომწვევების იმ მცირე რაოდენობის განადგურება, რომლებიც ამჟამად მსოფლიოს რიგ ლაბორატორიებში იმყოფება. რაც შეეხება ადამიანს, მსოფლიო მედიცინამ ასევე მხოლოდ ერთი დაავადების - ყვავილის მთლიანად მოსპობა შეძლო. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2693.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 ივნ. 2011, 13:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.