საზოგადოება: მღვდელი სკოლებში სექსოლოგიის კურსის შემოღების წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამს | საქართველოს ამბები | ||
მამა დავითი (ქვლივიძე) სკოლებში სექსოლოგიის კურსის შემოღების კატეგორიული წინააღმდეგია. მისი თქმით, ამან შეიძლება ერის გადაგვარებამდე მიგვიყვანოს. სექსუალური აღზრდის საფუძვლების კურსის შემოღებას თავისუფლების ინსტიტუტი სთავაზობს, რომელსაც მიაჩნია, რომ პროფესიონალების მიერ ამ კურსის სწავლება პოზიტიურად აისახება მოზარდი თაობის მზადებაზე ოჯახური ცხოვრებისთვის. „სკოლებში სექსოლოგიის კურსის შემოღება დაუშვებელია. თუ ამ ყველაფერს ბავშვებს პატარა ასაკიდან დავიწყებთ, იგი ავადმყოფი გაიზრდება, ეს არის გზა გადაგვარებისკენ. თუ გინდა, რომ ერი გადაგვარდეს, უნდა დააყენო იგი უზნეობის ლიანდაგზე“, - განაცხადა მამა დავითმა მედიაკავშირ „ობიექტივში“ შეხვედრაზე. რამდენიმე დღის წინ "მედია.გე"-მ გამოაქვენა ინტერვიუ თავისუფლების ინსტიტუტის წევრთან თეა თუთბერიძესთან, რომელმაც სკოლებში სექსოლოგიის საგნის შემოღებასთან დაკავშირებით დადებითი პოზიცია განაცხადა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2692.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 ივნ. 2011, 12:43 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.