პოლიტიკა: „ახალი მემარჯვენეები“: საქართველოს ოპოზიციური „რვიანი“ დაიშალა | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() როგორც კაციტაძემ განაცხადა, რვიანის ფორმატმა ამოწურა საკუთარი თავი. „ხელისუფალთა მხრიდან საამომრჩევლო გარემოსთან დაკავშირებულმა პირველმა შემოთავაზებამ სამი დღის წინ გაიჟღერა. დამატებითმა შემოთავაზებებმა გუშინ გაიჟღერა. ამის მერე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი ამ მიმართულებით შემთავაზებებს აღარ გააკეთებენ და ოპოზიციურ „რვიანთან“ მოლაპარაკებები დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ „რვიანმა“ ამოწურა საკუთარი თავი“, - თქვა კაციტაძემ. მისი თქმით, „რვიანმა“ არსებობა შეწყვიტა, ასე რომ მასში შემავალმა პარტიებმა საამომრჩევლო გარემოში ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება ვერ შეძლეს. „რვიანი“ აღარ არის. მან თავისი ფუნქცია ამოწურა. ჩვენ ერთიანი პოზიციის შექმნა ვერ მოვახერხეთ. დღეიდან „ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლებასთან მუშაობას ინდივიდუალურად, პარტიულ რეჟიმში გააგრძელებენ“, - თქვა ოპოზიციონერმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2691.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 ივნ. 2011, 12:42 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.