საზოგადოება: სააკაშვილი: კარგი მოსამართლე სოფელში არ იზრდება | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კონსტიტუციურ სასამართლოს 15 წლის იუბილე მიულოცა. ბათუმში გამოსვლისას პრეზიდენტმა სასამართლოს სისტემის რეფორმაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "გამოკითხვის თანახმად, დღეს სასამართლოს მოსახლეობის 60% ენდობა, რაც კარგ შედეგს წარმოადგენს. "ქვეყანაში კარგი სასამართლო სისტემის ფორმირება ხდება, რაც კიდევ უფრო ზრდის საზოგადოების ნდობას ამ ინსტიტუტისადმი,"–განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, "ქვეყანაში კარგი სასამართლო სისტემის ფორმირება უფრო რთულია, ვიდრე კარგი პოლიციის ან საბაჟოსი." "კარგი მოსამართლე სოფელში არ იზრდება, შემთხვევით ქუჩაში არ დადის. ყველაფერი ეს დიდი შრომის შედეგად იქნა მიღწეული"–განაცხადა პრეზიდენტმა. მან ასევე, აღნიშნა, რომ "სახელმწიფო სასამართლოს მოქმედებაში არასოდეს ჩარეულა გარდა ერთი შემთხვევის, როდესაც გამოცემული იქნა ბრძანება კონსტიტუციური სასამართლოს ბათუმში გადატანის შესახებ." წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2689.html
| |||
განათავსა - consul | 25 ივნ. 2011, 19:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.