ეს საინტერესოა: რატომ არ ბანაობს მსოფლიოში ყველაზე მყრალი ადამიანი უკვე 37 წელია? | მსოფლიოს ამბები | ||
65 წლის კაილაშ სინგხი ინდოეთიდან შეიძლება მიჩნეულ იქნას პლანეტის ყველაზე მყრალ ადამიანად. როგორც Day.Azიტყობინება The Daily Mail-ზე მინიშნებით, იგი არ ბანაობს, არ იპარსავს წვერს და არ იჭრის თმას 37 წლის განმავლობაში, 1974 წლიდან, თავისი ქორწილიდან ცოტახნის შემდეგ. კაილაშმა პირობა დადო, რომ არ დაიბანდა მანამ, სანამ მას ვაჟი არ ეყოლებოდა. მაგრამ ცოლთან 35 წლის ერთობლივი ცხოვრების მანძილზე მას 7 ქალიშვილი ეყოლა. ცოლი და ახლობლები დაბანვას ეხვეწებიან, მაგრამ კაილაში ცოფდება ყოველჯერ, როდესაც აბაზანასთან დაკავშირებით რაიმე ესმის. 65 წლის მამაკაცზე იმ ფაქტსაც კი არ უმოქმედია, რომ მის მეუღლეს არაერთხელ უთქვამს უარი მასთან დაწოლაზე საშინელი სუნის გამო, რომელიც მას ასდის. მაგრამ მეუღლის ყველა მცდელობა არასაკმარისი აღმოჩნდა და მას კაილაშის მიმართ ლოიალურად დარჩენა უწევს. საჭიროა ასევე აღინიშნოს, რომ იმ რეგიონში, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე მყრალი ადამიანი ცხოვრობს, ჰაერის ტემპერატურა ზოგჯერ ცელსიუმით 45 გრადუსს აჭარბებს. კაილაში მუშაობს ფერმაზე, მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე და რთულია წარმოდგენაც კი იმ სუნისა, რომელიც ასდის მამაკაცს, რომელიც ასეთი მძიმე ფიზიკური შრომით არის დაკავებული და 37 წლის მანძილზე არ უბანავია. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2687.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 ივნ. 2011, 19:17 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.