ეს საინტერესოა: აშშ-ში ამერიკის უძველესი ხელოვნების ნიმუშია აღმოჩენილი | მსოფლიოს ამბები | ||
აღმოჩენილია ამერიკის ტერიტორიაზე უძველესი ხელოვნების ნიმუში. ამის შესახებ იტყობინება Associated Press. ძვალზე ამოტეხილი მომონტის გამოსახულების ასაკი დაახლოებით 13 ათას წელს შეადგენს. ძვლის ნატეხი, რომელზედაც ცხოველია გამოსახული, მოყვარულმა არქეოლოგმა ჯეიმს კენედიმ 2006-2007 წელს იპოვა, როდესაც ვერო ბიჩში (ფლორიდას შტატი) ძველი გათხრების ადგილას მუშაობდა. XX საუკუნის დასაწყისში აქ უკვე უპოვიათ პირველყოფილი ადამიანებისა და გამყინვარების ხანის გადაშენებული ცხოველების ძვლები. რამდენიმე წლის განმავლობაში ნაპოვნი კენედისთან ინახებოდა, მაგრამ 2009 წელს, როდესაც არტეფაქტს მტვერი გაუწმინდა, გამოსახულება აღმოაჩინა და მეცნიერებს მიმართა. მკვლევარებს მაშინვე გაუჩნდათ ეჭვები ნახატის ნამდვილობასთან დაკავშირებით. გამოსახულებაზე სამუშაოდ მოიწვიეს მხატვრები, მასალათმცოდნეები, ანტროპოლოგები, პალეონტოლოგები და სასამართლოს სამედიცინო ექსპერტები. მეცნიერებმა ოპტიკური და ელექტრონული მიკროსკოპია გამოიყენეს, რათა ძვლის ელემენტური შემადგენლობა გაეგოთ. მათ დაადგინეს, რომ გამოსახულება და დაუმუშავებელი ზედაპირი მის გარშემო ერთ პერიოდს ეკუთვნის. ასევე მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გამოსახულება ლითონის იარაღების დახმარების გარეშე გაკეთდა, რაც მის ნამდვილობას ადასტურებს. გამოკვლევების შესახებ ანგარიში ამ დღეებში Journal of Archaeological Science-ში გამოქვეყნდა. თავად ნაპოვნი ამჟამად საბუნებისმეტყველო ისტორიის ფლორიდის მუზეუმშია გამოტანილი, რომელიც გეინსვილში მდებარეობს. ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ცხოველთა უძველეს გამოსახულებად დღემდე მიიჩნევდნენ ნახატებს ტეხასში მდებარე კანიონის კედლებზე. მათი ასაკი დაახლოებით 4 ათასი წელია. 1959 წელს შეტყობინება იმის შესახებ, რომ აღმოჩენილია მამონტის ძველი გამოსახულება, მექსიკიდან მოვიდა, მაგრამ მაშინ წარმოიშვა შეკითხვები მის ნამდვილობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ნახატი უცნაურად გაუჩინარდა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2685.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 ივნ. 2011, 19:07 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.