მეცნიერება-ტექნოლოგიები: ბრიტანელი მეცნიერები მსოფლიოს 150 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხლით აშინებენ | მსოფლიოს ამბები | ||
მეცნიერთა მონაცემებით, უახლოეს წელიწადნახევარ წელიწადში ჩვენს პლანეტას ბოლო 150 წლის განმავლობაში მომხდართაგან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი ელის. ბრიტანელი მეცნიერების აზრით, უარეს შემთხვევაში ეს ქარიშხალი სათანამგზავრო სანავიგაციო სისტემების მუშაობას დაარღვევს, ასევე მწყობრიდან გამოიყვანს GPSსისტემებს. ამჟამად ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრი კრის ჰუნი ამ პრობლემით ძალიან არის შეშფოთებული და უკვე მისცა ბრძანება მოხელეებს, ვაშინგტონის სპეციალისტებთან ერთად ავარიასაწინააღმდეგო ღონისძიებების გეგმის შემუშავების შესახებ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინელი მეცნიერები ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტის ასტრონომიული ობსერვატორიიდან ბრიტანელთა შიშებს არ იზიარებენ. მათი მონაცემებით, ეს ინფორმაცია, სულ ცოტა, გადაჭარბებულია და სინამდვილეში ადამიანებს არაფრის უნდა ეშინოდეთ. კერძოდ, მათ მიაჩნიათ, რომ მზის აქტიურობის პიკს 2013-2014 წლებში ექნება ადგილი და იგი წინებზე ბევრად უფრო სუსტი იქნება (უკანასკნელი 2000 წელს იყო). პულკოვის ობსერვატორიაში მზის ფიზიკის ლაბორატორიის გამგე, პროფესორი ვლადიმირ სოლოვიოვი ასევე არ იზიარებს ბრიტანელთა აზრს. მისი თქმით, ბრიტანელ მეცნიერთა დასკვნებში „სერიოზული სამეცნიერო მიზეზები არაა“ და სრულიად გაურკვეველია, რანაირად იწინასწარმეტყველეს მათ ყველაზე ძლიერი მზის აფეთქების გაჩენა. სოლოვიოვის თქმით, ამჟამად მეცნიერებს დროის ასეთი ხანგრძლივი პერიოდისთვის აფეთქების წინასწარ განჭვრეტა არ უსწავლით. თუმცა, იგი აღიარებს, რომ სავსებით შესაძლებელია ერთეულოვანი და ძლიერი აფეთქებები, მაგრამ ბრიტანელ მეცნიერთა პროგნოზს, რომლის თანახმადაც ადგილი ექნება 1989 წლის აფეთქებაზე ხუთჯერ უფრო ძლიერ აფეთქებას, იგი „წმინდა წყლის ალარმისტულ პროვოკაციას“ უწოდებს. წყარო - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2683.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 ივნ. 2011, 19:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.