ეკონომიკა: აზიამ ევროპას მილიონერთა რაოდენობით გაუსწრო | მსოფლიოს ამბები | ||
სწრაფ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით აზიამ პირველად გაუსწრო ევროპას მილიონერთა რაოდენობის მიხედვით და, როგორც მოსალოდნელია, მალე ამ მაჩვენებლით აშშ-ს დაეწევა, იტყობინება “GHN“. ამას მოწმობს საინვესტიციო ბანკ „მერილ ლინჩისა“ და კონსალტინგური კომპანია „კაპგემინის“ მსოფლიო სიმდიდრის მდგომარეობის ყოველწლიური ანგარიშის (World Wealth Report) მონაცემები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში მილიონერთა რაოდენობა, 2010 წელთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა და 3.3 მლნ ადამიანს მიაღწია. შედარებისათვის, აშშ-ში 3.4 მლნ ადამიანი ცხოვრებს, რომელთა ქონება 1 მლნ დოლარს ან მეტს შეადგენს, ევროპაში ასეთი 3.1 მლნ ადამიანია. ერთობლიობაში აზიელ მილიონერთა კეთილდღეობა 11.6 ტრლნ დოლარს აღწევს. გამოქვეყნებული დოკუმენტი ასევე აჩვენებს, რომ მსოფლიოში ზრდას აგრძელებს უფსკრული ძალიან მდიდრებსა და დანარჩენებს შორის. ასეთი ტენდენცია მილიონერთა „საზოგადოებაშიც“ შეიმჩნევა: ზემდიდრები მილიონერთა 1%-ზე ნაკლებს შეადგენენ. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მსოფლიოს ყველა მილიონერის აქტივთა ღირებულება 42.7 ტრლნ დოლარია. მათი ნახევარზე მეტი კვლავინდებურად აშშ-ში, იაპონიასა და გფრ-ში ცხოვრობს, გადმოსცემს economics.lb.ua. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2679.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 ივნ. 2011, 18:52 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.