ეს საინტერესოა: ამერიკელი სენატორის მემკვიდრემ მომვლელს 34 მილიონი დოლარი უანდერძა, ნათესავებს კი არაფერი დაუტოვა | მსოფლიოს ამბები | ||
104 წლის ამერიკელმა იუგეტ კლარკმა, 400 მილიონიანი ქონების მემკვიდრემ, სენატორისა და სპილენძის მაგნატის უილიამ კლარკის ქალიშვილმა, თავის მომვლელს 34 მილიონი დოლარი უანდერძა, ნათესავებს კი მდიდარმა მოხუცმა ცენტიც კი არ დაუტოვა, იუწყება “GHN“. Reuters-ის ინფორმაციით, იუგეტ კლარკი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და უპირატესობას ანიჭებდა იმას, რომ მისი მოვლა განეხორციელებინათ საავადმყოფოებში, და არა ნიუ-იორკისა და კალიფორნიის შესანიშნავ სახლებში. ამისათვის მან 1991 წელს დაიქირავა მედდა-მომვლელი ჰადას პერი, რომელიც, 2005 წელს შედგენილი შვიდგვერდიანი ანდერძის ტექსტის თანამად, მისის კლარკისთვის „მეგობარი და ლოიალური კომპანიონი“ გახდა, გადმოსცემს NEWSru.com. პერი, რომელიც მილიონერ ქალბატონთან „სხვებზე უფრო მეტ დროს“ ატარებდა, ფულის გარდა მიიღებს იუგეტ კლარკის თოჯინების კოლექციას, რომელშიც ასევე თოჯინების სახლები და ტანსაცმელი შედის. საერთო ჯამში, ექსპონატები რამდენიმე მილიონ დოლარად ფასდება. 14 მილიონი კლარკმა უანდერძა თავის ნათლიას ვანდა სტიკს, 500-500 ათასი - ადვოკატსა და ბუღალტერს, რომლებიც გამოძიების ქვეშ იმყოფებოდნენ მას შემდეგ, რაც სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ იმით, თუ როგორ მართავდნენ ისინი ქალბატონის ფინანსებს. კლარკის ქონების უდიდესი ნაწილი, 275 მილიონი, ხელოვნებათა ფონდის - Bellosguardo Foundation-ის შექმნას მოხმარდება. ცნობილია, რომ მილიონერი ქალბატონი 1928 წელს გათხოვდა, მაგრამ ეს ქორწინება ხანმოკლე და უშვილო აღმოჩნდა. იუგეტ კლარსკი საზოგადოებრიობის მხრიდან ყურადღებას თავს არიდებდა და სიმდიდრის ატრიბუტებით გარემოცვა არ უყვარდა. მამამისი უილიამი 1899-1900 და 1901-1907 წლებში მონტანას შტატის სენატორი იყო. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2678.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 ივნ. 2011, 18:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.