პოლიტიკა: დავით ბერძენეშვილი: საქართველოს შსს-ის მასალები არა პოლიტიკოსებმა, არამედ კინოთმცოდნეებმაუნდაშეაფასო | საქართველოს ამბები | ||
სკანდალური მასალები, რომლებიც საქართველოს შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, არა პოლიტიკოსებმა, არამედ კინოთმცოდნეებმა უნდა შეაფასონ, მიაჩნია „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს დავით ბერძენიშვილს, იუწყება “GHN“. „საქართველოში არიან საკმაოდ კვალიფიციური კინოთმცოდნეები - გოგა გახზარია, დავით ბუხრიკიძე. შსს-ის მიერ გამოაქვეყნებული ვიდეომასალები მათ უნდა შეაფასონ. მე არ მგონია, რომ ამის თაობაზე პოლიტიკური კომენტარის გაკეთება შეიძლება“, - თქვა ბერძენიშვილმა სააგენტო „GHN“-თან საუბრისას. რაც შეეხება უშუალოდ „ქართულ პარტიასა“ და ირაკლი ოქროაუშვილს, მისი თქმით, შსს-ის მასალები ჩამოყალიბებულ პოზიციას ვერ შეცვლის. „ჩვენ მკაფიო პოზიცია გვაქვს. მიგვაჩნია, რომ ოქრუაშვილი კარგი მინისტრი არ ყოფილა ხელისუფლებაში ყოფნისას, და არ არის კარგი პოლიტიკოსი ოპოზიციაში ყოფნის ფარგლებში. ასევე გვახსოვს, რომ ამ მასალების ავტორები წლების განმავლობაში ოქრუაშვილის ვეზირები იყვნენ. ასე რომ, ეს მასალები ჩვენს მოსაზრებაზე არ აისახება“, - თქვა პოლიტიკოსმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 ივნისს, საქართველოს შსს-მ გაავრცელა მასალები, რომელთა თანახმადაც ირაკლი ოქრუაშვილი რუსული სპეცმსამსახურების დახმარებით საქართველოში დაბრუნებასა და გორში რიგი ობიექტების დაპყრობას აპირებდა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2674.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 ივნ. 2011, 01:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.