პოლიტიკა: ქართული ტელეკომპანია ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ შემქმნელებს სასამართლოში უჩივლებს | საქართველოს ამბები | ||
რეგიონალური ტელერადიოკომპანია „თრიალეთი“ ჰოლივუდურ კინოფილმ „აგვისტოს ხუთი დღის“ შემქმნელებს სასამართლოში უჩივლებს. როგორც ტელერადიოკომპანიის განცხადებაშია ნათქვამია, საქმე მისი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას ეხება. „თრიალეთს“ პრეტენზიები აქვს 2008 წლის ქართულ-რუსული ომის შესახებ ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით, როდესაც უცხოელი ჟურნალისტები აპირებენ ინფორმაციის გადაცემას და მოდიან ტელეკომპანიაში, რომელიც ჩაკეტილი აღმოჩნდება და იქ ჟურნალისტები არ არიან, კარს კი დიდი ბოქლომი ადევს. „ჩვენ სამხედრო ქმედებების დროს ყოველთვის სამუშაო ადგილას ვიყავით, მიუხედავად ინტერვენციის არსებული საფრთხისა. ეს უბრალოდ სიცრუეა და მათ უფლება არ ჰქონდათ, ეჩვენებინათ ჩვენი შენობა და ტელერადიოკომპანიის ლოგო, რითაც მორალური ზარალი მიგვაყენეს, რისთვისაც რეჟისორ რენი ჰარლინის, პროდიუსერების პაპუნა დავითაიასა და კობა ნაყოფიას წინააღმდეგ სარჩელს შევიტანთ“, - ნათქვამია განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ეპიზოდი ფილმში საქართველოს პირველი პირების მოთხოვნით იქნა შეტანილი, „რომლებსაც არ მოსწონთ „თრიალეთის“ ობიექტური პოზიცია და საინფორმაციო პოლიტიკა“. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2668.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 ივნ. 2011, 00:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.