ეკონომიკა: საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ პირველ კვარტალში 5.8% შეადგინა | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() მიმდინარე ფასების თანახმად, 2011 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მშპ-მ 5.1 მლრდ ლარი შეადგინა. წინა წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მშპ-ს რეალურმა ზრდამ, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6% შეადგინა; შედეგად, 2010 წელს მშპ-ს ზრდამ 6.4% შეადგინა. 2011 წლის პირველ კვარტალში მრეწველობამ და ვაჭრობამ მშპ-ის სრული მოცულობის მესამედზე მეტი მოიცვა, შესაბამისად - 18.8% და 17%. მათ მოსდევს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 12.1%; სახელმწიფო მართვა - 10.6%; სოფლის მეურნეობა - 9.4% და ჯანდაცვა - 7.1%. 2011 წლის პირველ კვარტალში უმაღლესი ზრდა ფინანსურ სექტორში დაფიქსირდა - 24%; მას მოსდევს ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და გადანაწილება - 12.4%; უძრავი ქონება - 9.5%; ტრანსპორტი - 9.1%; გადამამუშავებელი მრეწველობა - 8.6%; სასტუმროები და რესტორნები - 8.6%; კავშირგაბმულობა - 7.6%. სოფლის მეურნეობა, რომელშიც 2010 წელს 1.7%-იანი მოცულობის შემცირება დაფიქსირდა, 2011 წლის პირველ კვარტალში 1.7%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2011 წლის პირველ კვარტალში სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა შემცირება 5.5%-იანი მოცულობით. საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი BG Capital-ის საინვესტიციო ქვედანაყოფის ანალიტიკოსი-მკვლევარი აცხადებს, რომ აპრილის წინასწარი მონაცემები ზრდის ტემპების არსებით შემცირებას გვიჩვენებს. მისი თქმით, მეორე კვარტალში მშპ-ის ზრდის პროგნოზი 3-35%-ს შეადგენს, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს მთელი 2011 წლის პროგნოზირებად მაჩვენებლებზე და, შესაძლოა, წლის ბოლოსთვის მშპ-ის ზრდა 5.5%-ზე დაბლა აღმოჩნდეს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2663.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 ივნ. 2011, 20:54 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.