მეცნიერება-ტექნოლოგიები: Google-მა ინტერნეტის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა | მსოფლიოს ამბები | ||
ყოველდღიურმა აუდიტორიამ საიტებისა, რომლებიც კორპორაცია Google Inc.-ს ეკუთვნის, 1 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ ოთხშაბათს, 22 ივნისს, იტყობინება Agence France-Presseკვლევითი კომპანია comScore-ის მონაცემებზე მინიშნებით. Google ყველა ინტერნეტ-კომპანიას შორის პირველი გახდა, რომელმაც თვის განმავლობაში უნიკალური მომხმარებლების ასეთი რიცხვი მოიზიდა. მონახულებათა რეიტინგში მეორე ადგილზე აღმოჩნდა Microsoft-ის მფლობელობაში მყოფი საიტები. მაისში მათმა აუდიტორიამ 905 მილიონი ადამიანი შეადგინა, ნათქვამია Digits-ის ბლოგზე The Wall Street Journal-ის საიტზე. Facebook-ის საიტს გასულ თვეში დაახლოებით 714 მილიონი ადამიანი ესტუმრა, რამაც მას სიაში მესამე ადგილის დაკავების საშუალება მისცა. ამასთან, წლის განმავლობაში სოციალური ქსელის აუდიტორია 30 პროცენტით გაიზარდა, მაშინ, როცა Google-მა შესვლათა რიცხვი 8.4 პროცენტით გაზარდა, ხოლო Microsoft-მა - 15 პროცენტით. საიტზე მომხმარებლის მიერ გატარებული დროის მიხედვით Facebook ორივე კონკურენტს უსწრებს. როგორც Digitsაღნიშნავს, მარკეტოლოგები ყველაზე მეტ ყურადღებას ამ პარამეტრს აქცევენ, რამაც მომავალში შესაძლოა საშუალება მისცეს სოციალურ ქსელს რეკლამის ბაზარზე Google შეავიწროვოს. საჭიროა აღინიშნოს, რომ 2010 წლის დეკემბერში, comScore-ის მონაცემების თანახმად, Facebook-ს თვის განმავლობაში მხოლოდ 153 მილიონი ადამიანი ესტუმრა. ახლანდელი გამოკვლევა ორი მილიონი ინტერნეტ-მომხმარებლის სტატისტიკური შედეგების ექსტრაპოლაციის გზით ჩატარდა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2657.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 ივნ. 2011, 18:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.