საზოგადოება: კაცობრიობა ოთხი არაინფექციური დაავადებით კვდება | მსოფლიოს ამბები | ||
მსოფლიოში სიკვდილთა უმეტესობის მთავარი მიზეზებია ისეთი არაინფექციური დაავადებები, როგორებიცაა კიბო, დიაბეტი, გულისა და ფილტვების დაავადებები. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტები, იტყობინება ИТАР-ТАСС. როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, ამ ოთხი სახეობის არაინფექციურმა დაავადებამ ადამიანების დაღუპვის ყველა შემთხვევის ორი მესამედი გამოიწვია. სპეციალისტთა მონაცემებით, ამგვარი დაავადებების მასშტაბები სწრაფად იზრდება, რითაც მსოფლიო ეკონომიკას ტრილიონობით დოლარის ზარალს უყენებენ. თუმცა მსოფლიო საზოგადოებამ ძალისხმევათა კონცენტრაცია მოახდინა შიდსის, მალარიისა და ჭლექის ტიპის ინფექციურ დაავალდებებთან ბრძოლაზე, ოთხი ძირითადი არაინფექციური დაავადება „შედარებით შეუმჩნევლად გამოვიდა პირველ პლანზე განვითარებად ქვეყნებში და ახლა გლობალურ ეპიდემიად გადაიქცევა“. მოხსენების თანახმად, 2008 წელს მსოფლიოში არაინფექციური დაავადებებით 36 მლნ ადამიანი გარდაიცვალა, ანუ სიკვდილთა საერთო რიცხვის 63%. თითქმის 80% სიკვდილებისა განვითარებად ქვეყნებზე მოდის, ამასთან გარდაცვლილთა 9 მილიონი 60 წლამდე ასაკის მამაკაცები და ქალბატონები იყვნენ. მოხსენების ავტორთა პროგნოზებით, 2030 წელს არაინფექციური დაავადებები 52 მლნ ადამიანის სიცოცხლეს წაიღებს. ექსპერტებმა ასეთ საგანგაშო დინამიკას რისკის ისეთი ზრდადი ფაქტორებით ხსნიან, როგორებიცაა თამბაქოს მოწევა, არაჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტიურობის უკმარისობა, სიმსუქნე და ალკოჰოლის გამოყენება. როგორც სპეციალისტები აღიარებენ, გარკვეულ როლს თამაშობს ისეთი მომენტებიც, როგორებიცაა დაბერებადი მოსახლეობა, ურბანიზაციის ნეგატიური ზემოქმედება, ვაჭრობისა და გასაღების გლობალიზაცია. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2655.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 ივნ. 2011, 18:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.