ეკონომიკა: დასახელდა ევროკავშირის უმდიდრესი ქვეყანა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() 2010 წლის მონაცემების ანალიზის დროს სააგენტო ევროკავშირის ქვეყნებში მშპ-ს მსყიდველობითი უნარიანობის სტანდარტებით (Purchasing Power Standard, PPS) აფასებდა - ესაა პირობითი ფულადი ერთეულები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ფასებს შორის სხვაობებს აღკვეთს. ევროსტატმა ლუქსემბურგის მშპ 283 ერთეულად შეაფასა (ევროკავშირის საშუალო დონის - 100-ის პირობებში). ამ სახელმწიფოს მოსდევს შემდეგი ქვეყნები: ნიდერლანდები (134 ერთეული), დანია, ირლანდია, ავსტრია (125 ერთეული თითოეულზე), შვედეთი (123), გერმანია (119), ბელგია (118), ფინეთი (116). ევროსტატის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის მშპ-მ შეადგინა 113 ერთეული, საფრანგეთისა - 107, იტალიისა - 100. რუმინეთისა და ბულგარეთის მშპ საშულო დონეზე უფრო პატარა აღმოჩნდა დაახლოებით 55%-ით და შეადგინა, შესაბამისად, 45 და 43 ერთეული. ამდაგავრად, ევროსტატის გაანგარიშებებით, ბულგარეთი ევროკავშირის უღარიბესი სახელმწიფო აღმოჩნდა, გადმოსცემს РИА "Новости". ევროკავშირის შემადგენლობაში შედიან: ბელგია, გერმანია, ირლანდია, საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია, კვიპროსი, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ავსტრია, პორტუგალია, სლოვენია, სლოვაკეთი, ფინეთი, ესტონეთი (იყენებენ ევროს), ასევე ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია, ლატვია, ლიტვა, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2654.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 ივნ. 2011, 18:50 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.