მეცნიერება-ტექნოლოგიები: სმარტფონები ამერიკელი ჯარისკაცების აღჭურვილობის აუცილებელი ნაწილი გახდება | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ზღვის ქვეითი ჯარის საკუთარი სმარტფონებითა და ნოუთბუქებით აღჭურვა სურს. ამის შესახებ იტყობინება The Telegraph. გამოცემის მონაცემებით, სამინისტრო ასევე უშვებს არსებული სმარტფონების მოდერნიზაციას ახალი სმარტფონების შემუშავების ნაცვლად. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ისეთი მოწყობილობები, როგორიცაა BlackBerry, უწყების მოთხოვნებს არ პასუხობს, ვინაიდან ისინი საკმაოდ ძვირია, არ შეუძლია გარკვეული პროგრამების მხარდაჭერა და მათი გამოყენება საკმაოდ სარისკოა უსაფრთხოების თვალსაზრისით. თავდაცვის სამინისტროს კი ქვეითი ჯარის აღჭურვა სურს ისეთი სმარტფონებით, რომლებსაც სამხედრო პირების მუშაობისათვის აუცილებელი „ინოვაციური“ სისტემების მხარდაჭერის უნარი ექნება. როგორც გამოცემა აღნიშნავს, სმარტფონები ჯარისკაცების აღჭურვილობის აუცილებელ ნაწილად იქცევა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2650.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 ივნ. 2011, 18:43 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.