მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერებმა 3.5 კილომეტრის სიღრმეზე ცოცხალი ორგანიზმები აღმოაჩინეს | მსოფლიოს ამბები | ||
სამხრეთ აფრიკაში, ბეატრიქსის ოქროს მაღაროზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა შახტი მდებარეობს. სწორედ მასში, მიწისქვეშ 3 500 მეტრის სიღრმეზე მეცნიერმა ტალის ონსტოტმა პრიმიტიული ცოცხალი ორაგნიზმები აღმოაჩინა. სულ ტალისმა 7 არსება იპოვა, რომლებიც შეეჩვივნენ სიმჭიდროვეში და ცელსიუმით 50 გრადუსიანი ტემპერატურის პირობებში ცხოვრებას. შეგახსენებთ, რომ ადრე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ასეთ სიღრმეზე იმის გამო, რომ იქ თითქმის არაა ჟანგბადი და თავისუფალი სივრცე, ცხოვრება მხოლოდ ერთუჯრედიან ორგანიზმებს შეუძლიათ, თუმცა ტალის ონსტოტმა იქ მრგვალი ჭიები-ნემატოდები აღმოაჩინა. ცხადია, ასეთი ჭიების ზომა საკმარისად პატარაა, მაგრამ მათი დათვალიერება შესაძლებელია მიკროსკოპის დახმარებით. მეცნიერთა თქმით, ჩვეულებრივ ცხოვრებაში ეს ჭიები იკვებებიან წყლის წყაროებთან მიწისქვეშ წარმოქმნილი ბიოაპკების ბაქტერიებით. ასეთი წყლის ასაკი 12 ათას წელს აღწევს, რაც რადიონახშირბადის ანალიზით არის დამტკიცებული. ტალისის თქმით, ამჟამად მეცნიერთა ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის სიცოცხლის მსგავსი ორგანიზმების აღმოჩენის შესაძლებლობა სხვა პლანეტებზე. კერძოდ, მას მიაჩნია, რომ სადღაც მარსის სიღრმეებში, რომელზედაც წარსულში დედამიწის პირობებთან მსგავსი პირობები არსებობდა, სრულიად შესაძლებელია დარჩენილიყვნენ ცოცხალი ერთუჯრედიანი არსებები და ჭიებიც კი. წყარო - http://www.km.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2649.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 ივნ. 2011, 20:55 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.