aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: იაპონური სუპერკომპიუტერი მსოფლიოში ყველაზე მძლავრი გახდა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
იაპონური სუპერკომპიუტერი სახელწოდებით K Computer მსოფლიოში ყველაზე მძლავრად იქნა აღიარებული. ამის შესახებ იტყობინება CNET News რეიტინგ Top500-ზე მინიშნებით.



იაპონურმა სისტემამ მწარმოებლურობით გაუსწრო ჩინურ Tianhe-1A-ს, რომელიც 2010 წლის ნოემბრიდან რეიტინგ Top500-ში ლიდერობდა. Linpack-ის ტესტის შედეგებით, K Computer-ის მწარმოებლურობის მაჩვენებლმა 8.16 პეტაფლოპსი (კვადრილიონი ოპერაცია წამში მცურავი წერტილით) შეადგინა. ჩინური სუპერკომპიუტერის შედეგი 2.6 პეტაფლოპსი გახლდათ.


უმძლავრესი სუპერკომპიუტერების ხუთეულში შევიდნენ ასევე ამერიკული სისტემა Jaguar (1.75 პეტაფლოპსი), ჩინური Nebulae(1.27 პეტაფლოპსი) და იაპონური Tsubame 2.0(1.19 პეტაფლოპსი).


ერთი პეტაფლოპსის ბარიერი, საერთო ჯამში, ათმა სისტემამ გადალახა. მათ შორის არც ერთი რუსული სისტემა არაა. ყველაზე მძლავრ რუსულ სუპერკომპიუტერად მიჩნეულია სისტემა, რომელიც საროვის ბირთვულ ცენტრში არის დაყენებული. Linpack-ის ტესტის მიხედვით მისი მწარმოებლურობა 780 ტერაფლოპსს შეადგენს.


რეიტინგ Top500-ის მონაცემებით, სუპერკომპიუტერების ყველაზე დიდი რიცხვი (256 სისტემა) აშშ-შია. მეორე ადგილზეა ჩინეთი 62 სუპერკომპიუტერით, მესამეზე - გერმანია (30), მეოთხეზე - დიდი ბრიტანეთი (27). ლიდერთა ხუთეულს აბოლოებს იაპონია 26 სუპერკომპიუტერით.


სუპერკომპიუტერების რეიტინგი Top500წელიწადში ორჯერ - ნოემბერსა და ივნისში ნახლდება. ახალი ლიდერი, სუპერკომპიუტერი K Computer, იაპონიის ქალაქ კობაში მდებარე ფიზიკურ-ქიმიური გამოკვლევების ინსტიტუტის (RIKEN) შენობაში იმყოფება. სისტემა შედგება 80 ათასი მიკროპროცესორისაგან, რომელთაგან თითოეულში 8 ბირთვია. K Computer-ის შემუშავებით კომპანია Fujitsuარის დაკავებული.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2640.html
განათავსა - Drakula | 21 ივნ. 2011, 20:44 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: იაპონური სუპერკომპიუტერი მსოფლიოში ყველაზე მძლავრი გახდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 01 ოქტომბერი 2024
  • English Georgian